პარასკევი, აპრილი 19, 2024

გია ცეცაძე “საბურთალოში” აღარ იმუშავებს

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 10 იანვარს დანიშნული მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე კლუბში აღარ იმუშავებს:

„საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსა“ და უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის გია ცეცაძეს, გაწეული შრომისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს!” – ნათქვამია განცხადებაში

ამხანაგურ შეხვედრას კი, რომელსაც “საბურთალო” ესპანურ გუნდთან გამართავს, გამოცდილი მწვრთნელი თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს.

“ვინ იქნება “საბურთალოს” ახალი მთავარი მწვრთნელი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, გუნდი კი ესპანური შეკრებიდან ხვალ დაბრუნდება,” – ნათქვამია ასევე “საბურთალოს” განცხადებაში.

თუ რამ გამოიწვია მწვრთელსა და კლუბს შორის შეუთანხმებლობა და რა მიზეზით დატოვა ცეცაძემ თანამდებობა, ამის შესახებ განცხადებაში არაფერი წერია.

ავტორი
 ანა თათანაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული