პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ “ქართულ ქარტიას” პოზიტიურ შეფასებას აძლევს და უერთდება პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი”:
“მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის მტკიცე მხარდაჭერას და პროდასავლური პარტიების ხედვის ჩამოყალიბებას და წარდგენას.
აქედან გამომდინარე “სტრატეგია აღმაშენებელი” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციირებულ “ქართულ ქარტიას“ უერთდება”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს