ორშაბათი, ივლისი 7, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 25-27 მაისის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 25-27 მაისის პერიოდისთვის

24 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 25 მაისიდან 3 დღის განმავლობაში.

აპრილის არასტაბილური პერიოდის შემდეგ, მაისში ეროვნულმა ვალუტამ დაიწყო დასტაბილურება, გამყარების ნიშნებით, თუმცა შუა თვეში სახეზე იყო კურსის სერიოზული ვარდნა, რაც ბოლო კვირაში გამოსწორდა – ლარის კურსი შედარებით გამყარდა და კონკრეტულ ნიშნულზე დასტაბილურდა. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

21 მაისი – 2.7536;
22 მაისი – 2.7274;
23 მაისი – 2.7259;
24 მაისი – 2.7268.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0022 ლარით და 1 აშშ დოლარი 25 მაისიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.7246 ლარი.

ანალოგიური სიტუაცია იყო, ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

21 მაისი – 2.9940;
22 მაისი – 2.9639;
23 მაისი – 2.9546;
24 მაისი – 2.9578.

აქაც, ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0038 ლარით და 25 მაისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9540 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4660 ლარი (გამყარდა 0.0044 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0845 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6789 (გამყარდა 0.0035 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6015 ლარი (გამყარდა 0.0013 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0323 ლარი (გამყარდა 0.0057 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9787 ლარი (გამყარდა 0.0060 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7613 ლარი (გამყარდა 0.0047 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2788 ლარი (გაუფასურდა 0.0045 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.4248 ლარი (გამყარდა 0.0066 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7357 ლარი (გამყარდა 0.0044 ლარით).

ანალოგიური სიტუაცია დაფიქსირდა რუსულ რუბლთან მიმართებაშიც, თუმცა დასტაბილურება ერთგვარი მცირე რყევების ფონზე მიმდინარეობდა და კურსი 3 ლარის ნიშნულს მაღლა განისაზღვრა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

21 მაისი – 3.0261;
22 მაისი – 3.0112;
23 მაისი – 3.0207;
24 მაისი – 3.0172.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0175 ლარით 100 რუსულ რუბლზე, ისევ დარჩა 3 ლარის ნიშნულს მაღლა და შესაბამისად, 25 მაისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.0347 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 5-7 ივლისის პერიოდისთვის

4 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც” –...

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ...