ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ყველას მიადგებიან, თუ ერთხელ და სამუდამოდ არ დავასრულებთ...

“ყველას მიადგებიან, თუ ერთხელ და სამუდამოდ არ დავასრულებთ რუსულ ხელისუფლებას ამ ქვეყანაში” – ლაშა დიაროვი

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე დაიბარეს.

პროცესის დაარულების შემდეგ კი ლაშა დიაროვმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

,,ეს საქმე თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური. ხელისუფლება, სამწუხაროდ, თავის რეპრესიულ მანქანას საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებს. ამაში ჩართეს, როგორც შსს, ასევე, თავისი სასამართლოც. ახლა ცდილობენ, როგორმე დაგვაშინონ. პირდაპირ საქმე იქამდე მიჰყავთ, რომ ან დაგაბრალონ რაიმეს პიკეტირების, ან გადაკეტვის და ჩახერგვის ორგანიზება. ამას ცდილობენ.

მელიასავით გივლიან – ხან გვერდიდან, ხან მარჯვნიდან, ხან მარცხნიდან. როგორღაც უნდათ, რომ გამოგტყუონ, გათქმევინონ, რომ შენ დააორგანიზე პარლამენტის ჩარაზვა, გზების გადაკეტვა ან რაღაც ეგეთი, რომ სისხლის სამართლოს საქმე კიდევ ერთხელ აღგიძრან და ციხეში ჩაგსვან. სამწუხაროდ, ამაზეა გადასული ჩვენი ხელისუფლება.

ეს არის წმინდად რუსული მეთოდი. მე მიკვირს აქამდე რომ არ იყენებდნენ. ეს ნაცადია – ბელარუსშიც, რუსეთშიც ასე აკეთებენ. თუ ჩვენ ამის უფლება მივცემთ, გააგრძელებენ ამას უსასრულოდ და აუცილებლად ყველას დაიჭირენ. იმათაც მიადგებიან, ვინც აქციებზე არ იყო, თუ არ გამოვა ეს ხალხი, არ გაიღვიძებს, თუ ერთხელ და სამუდამოდ არ დავასრულებთ რუსულ ხელისუფლებას ამ ქვეყანაში”, – განაცხადა ლაშა დიაროვმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...

“ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ პროვინციული და თავისმომჭრელი დიქტატურის დასასრულებლად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

“ვფიქრობ, ყოველი დღე ასე უნდა დავიწყოთ და აქციაც ამის გამო უნდა გაკეთდეს…” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, კონკრეტული მოთხოვნებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...