კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა კვიჟინაძე: "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები პოლიტიკური გახდა

პაატა კვიჟინაძე: “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებები პოლიტიკური გახდა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, ეს არ იყო მოტივირებული შენიშვნები. მისი თქმით, მთლიანად ამოღებული იყო დამტკიცებული ცვლილება და პრეზიდენტის სამოტივაციო ნაწილი სრულად ეყრდნობოდა ე.წ. დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს, თუმცა მათი ვინაობა დაკონკრეტებული არ იყო და ამ ნაწილთან დაკავშირებით კითხვა კომიტეტის სხდომაზეც, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ უპასუხოდ დარჩა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკითხი პოლიტიკური გახდა, რადგან „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება დროში დაემთხვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.

ამას ადასტურებს ისიც, რომ კანონპროექტის პირველი და მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვებისას, ასევე პლენარულ სხდომაზე პირველ მოსმენაზე, ოპოზიციის მხრიდან კითხვები არ დასმულა. მხოლოდ სესიაზე მეორე მოსმენისას, სავარაუდოდ, მიიღეს მითითება, რომ ე.წ. ოფშორების კანონი კარგი იქნება თემის ასაწევად და გამჭვირვალობის კანონთან დასაკავშირებლად“, – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ოფშორული ზონების უმეტესობა შექმნილია დასავლეთის იურისდიქციის ქვეშ, კონტროლდება მათ მიერ, შესაბამისად, გამორიცხულია დასავლეთიდან შემოვიდეს დასანქცირებული რუსული ან შავი ფული, რასაც ოპოზიცია ამბობს.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ამასთან ეს ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ ოფშორულ კომპანიებს, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე საქართველოში ფლობენ კომპანიებს. კანონის მიღების შემდეგ რეგისტრირებულ ბიზნესზე შეღავათები არ გავრცელდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში 3200- მდე კომპანიაა, მათ შორის საკმაოდ ცნობილი, რომლებიც წილებს ოფშორებში ფლობენ. თუ მოხდება ოფშორებიდან აქტივების საქართველოში გადმოტანა, ქვეყანაში გაიზრდება ინვესტიციები და ასეთი კომპანიების საქმიანობა გახდება კიდევ უფრო გამჭვირვალე.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის...

საქარეთველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს, კონკრეტული...

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

“ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!” – პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...