შაბათი, ნოემბერი 8, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიაღარ აქვს აზრი "ქართულ ოცნებასთან" საუბარს, ვაპირებთ ძალიან...

აღარ აქვს აზრი “ქართულ ოცნებასთან” საუბარს, ვაპირებთ ძალიან ბევრ რაიონსა და რეგიონში ჩავიდეთ, შევხვდეთ გლეხებს და ვუთხრათ, რომ მათ მიწას ფასი ექნება და ამ ქვეყანას პერსპექტივა აქვს – გიორგი ვაშაძე

ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა, ტვ “პირველის” გადაცემა „რეაქციაში“ გიგი უგულავას დაკავებასა და მათ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს.
„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მმართველ პარტიას მოსალოდნელი საფრთხეების ეშინია, რომელიც არჩევნების გზით გამოიკვეთება. მისი თქმით, “ქართული ოცნება” პერსონალურ ტერორზე გადავიდა, რადგან მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნოდ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი გაანეიტრალოს:

ფაქტია, რომ რეჟიმი უკან არ დაიხევს, იმიტომ რომ მათ ეშინიათ არჩევნებში დამარცხების. არანაირი სისტემა მათ არ შველით, როგორი საარჩევნო სისტემაც არ უნდა იყოს. გადავიდნენ პერსონალურ ტერორზე, ოპოზიციური ლიდერების დაკავებაზე, რათა მაქსიმალურად ბევრი ადამიანი გაანეიტრალონ. ფიქრობენ, რომ ამით მაინც მიაღწიონ რაღაცა შედეგს, იმიტომ რომ ყველა კვლევის თანახმად ისინი კატასტროფულ დღეში არიან,“ – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციონერმა ლიდერმა სამოქმედო გეგმებზეც ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა 4 აპრილს დაგეგმილი მასშტაბური პროტესტს მნიშვნელობას და ქართველ საზოგადოებას აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა.

მთავარი კითხვა – რას აპირებს ოპოზიცია? პირველი, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ 4 აპრილი, 4 საათზე შევიკრიბებით რუსთაველზე, მაგრამ რატომ ამხელა დრო?! – იმიტომ, რომ ჩვენ ვაპირებთ ხალხს ვესაუბროთ. აღარ აქვს აზრი “ქართულ ოცნებასთან” საუბარს.

ვაპირებთ ძალიან ბევრ რაიონსა და რეგიონში ჩავიდეთ, შევხვდეთ გლეხებს და ვუთხრათ, რომ მათ მიწას ფასი ექნება და ამ ქვეყანას პერსპექტივა აქვს. სოფელი განვითარებული იქნება, შევხვდებით რაიონის მაცხოვრებლებს და ვეტყვით, რომ რეალური თვითმართველობა იქნება მათ ქალაქებში. ჩვენ უნდა შევხვდეთ ადამიანებს და ვუთხრათ, რომ სასამართლო იქნება მიუკერძოებელი და ისინი აირჩევენ მოსამართლეებს და პროკურორებს.

პირველი პრეცენდენტია საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც უპრეცენდენტო რაოდენობით ოპოზიციური პარტიები ერთიანდებიან და ამბობენ ერთ რამეს – დიახ, ჩვენ ყველა ერთად უნდა წავიდეთ და ერთი გზავნილით უნდა შევხვდეთ ხალხს. ქვეყანა არის გადასარჩენი!.

ჩვენ ვართ ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე. ჩვენ ვართ ერთის მხრივ საერთაშორისო იზოლაციის წინაშე და მეორე – გაჭირვების, უბედურების პროცესის წინაშე. გვსურს ვუთხრათ ხალხს, რომ საქართველოს დიდი პერსპექტივა აქვს და ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნება” არ არის გამოწერილი ჩვენთვის, სამუდამოდ. გადაწყვეტილება არის თითოეული მოქალაქის ხელში.

თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და არ გვინდა ვიყოთ ამ უბედურებაში, მაშინ ჩვენ თვალი უნდა გავახილოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ გადაცემა „რეაქციაში“.

ავტორი
ბეჟან ბერულავა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არ მჯეროდა, რომ კაცს, რომელიც მთასავით ძლიერი და შეუპოვარი იყო, რამე მოერია” – თამარ...

წალენჯიხის მერის ყოფილი მოადგილე, თამარ ბელქანია ემოციურად იხსენებს მუნივიპალიტეტის...

“ქოც ტროლებზე დაკვირვება ჩემთვის სახალისო თავშესაქცევი გახდა” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს ტროლებთან დაკავშირებით და...

“ოპერაციების მერე რომ სიცოცხლის მეშინოდა, ასე მეგონა, ყოველ მოსვლაზე პალატაში, ახალი სასწაული ენერგია მოჰქონდა...

პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ, მძიმე დაავადების გამო, მკურნალობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“50 000 ადამიანი რომ შევთანხმდეთ და კვირაში ერთხელ ვიმორიგეოთ საღამოს რუსთაველზე, უბრალოდ ვერავის ვერ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი თვეების განმავლობაში რუსთაველის...

მორჩა თქვენი მორალური უპირატესობა, ქოცებო‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, ორი ხელისუფლების თავდაცვის...

“ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს...