ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნება" არღვევს როგორც კანონს, ასევე საერთაშორისო შეთანხმებებს...

“ქართული ოცნება” არღვევს როგორც კანონს, ასევე საერთაშორისო შეთანხმებებს – გიორგი ვაშაძე

,,გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ტელეკომპანია ,,ფორმულას” ეთერში, გადაცემაში ,,შაბათის ფორმულა” პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს მმართველი პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოსალოდნელ პოლიტიკურ შედეგებთან დაკავშირებით:

,,ქართული ოცნება” რასაც ახლა საერთაშორისო ასპარეზზე აკეთებს, ფაქტობრივად, დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს ევროკავშირთან და ჩვენს პარტნიორებთან, რომლებთანაც ჩვენ გვაკავშირებს კონკრეტული შეთანხმებები, რომელიც ორმხრივი ვალდებულებებით არის გამოხატული. მათ შორის, ვალდებულება აქვს საქართველოს და თავისი პასუხისმგებლობა აქვს ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს.

ამიტომაა ყველაზე საფრთხის შემცველი, როცა ამერიკა ამბობს – სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოს გადახედავს, როდესაც ევროკავშირი ამბობს – უვიზო მიმოსვლაზე საუბარს.

იმიტომ, რომ უვიზო მიმოსვლა კონკრეტული დემოკრატიული რეფორმების, ასე ვთქვათ, საფუძველზე გვაქვს და შეიძლება შევინარჩუნოთ, და არა ავტორიტარულ რეჟიმში.

ეს უნდა გვესმოდეს, რომ, ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაში აქცევს ქვეყანას და არღვევს როგორც კანონს, ასევე საერთაშორისო შეთანხმებებს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

“მკაფიო ზღვარი გავავლოთ – რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია” – გია ბარამიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს,...

“მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის...

საქარეთველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს, კონკრეტული...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...