პარასკევი, მარტი 29, 2024

ივანიშვილის ხელისუფლებამ გიგი უგულავას ცინიზმითა და არაობიექტურობით აღსავსე განაჩენი გამოუტანა – გიორგი თევდორაძე

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” ქუთაისის ოფისი გიგი უგულავას დაპატიმრებას ეხმაურება. ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი თევდორაძის თქმით, ეს განაჩენი სამართლებლივი საფუძვლებიდან აბსოლიტურად დაცლილია და ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება საზოგადოებისთვის განგაშის ზარის ჩამორეკვის ნათელი ნიშანია:

ვფიქრობ, ივანიშვილის ხელისუფლებამ გიგი უგულავას ცინიზმითა და არაობიექტურობით აღსავსე განაჩენი გამოუტანა. როდესაც ოპოზიციური პარტიის გამორჩეული ლიდერს, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მეორედ აპატიმრებ იმ საქმეზე, რომელზედაც ერთხელ უკვე მოხდილი აქვს სასჯელი, აქ სამართალებლივ საფუძვლებზე საუბარი ზედმეტია.

როგორც გიგი უგულავა იტყოდა, ეს არის ბოლოჟამს მიახლოებული ხელისუფლების გადაწყვეტილება. საზოგადოებისთვის კი ეს არის განგაშის ზარის ჩამორეკვის ნათელი ნიშანი. ერთადერთი გონივრული პასუხი, რითაც შეიძლება ოპოზიციამ, არასამთავრობო სექტორმა და სამოქალაქო საზოგდობამ ოლიგარქს პასუხი გასცეს, ეს არის კონსოლიდაცია, მეტი აქტიურობა ქუჩის აქციებითა თუ პროტესტის სხვა სხვა სამართლებლივი ნორმებით.

რაც მთავარია, 2020 წლის საპარლმენტო არჩევნებმა უნდა აჩვენოს საზოგადოების ცალსახა დამოკიდებულება, რადგან ამ უსამართლობის დასრულება მხოლოდ ერთობლივი ძალით არის შესაძლებელი,“- განაცხადა გიორგი თევდორაძემ.

შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს გიგი უგულავა, უზენაესმა სასამართლომ, „თბილისის განვითარების ფონდის საქმეში“ დამნაშავედ სცნო და 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. გიგი უგუავა ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული