ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიზურაბ მაღრაძე: "ხუთი საუკუნის წინ ჩაკეტილი კონსტანტინოპოლი იხსნება"

ზურაბ მაღრაძე: “ხუთი საუკუნის წინ ჩაკეტილი კონსტანტინოპოლი იხსნება”

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი ზურაბ მაღრაძე კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს ისტორიიდან და ახალ გეოპოლიტიკურ შესაძლებლობებზე ამახვილებს ყურადღებას:

ბევრი რამ ხდება ჩვენ თავს.

ევროპაში წასულ სულხან-საბას ვერსალის სასახლეში არ უშვებდნენ. ახლა ჩვენ “სასახლეში” არ უშვებენ ევროპელებს.
არაუშავს.

არაუშავს იმიტომ, რომ რაც საბას უნდოდა, რაც ნიკო ნიკოლაძეს, დავით სარაჯიშვილს, ძმებ ზუბალაშვილებს, აკაკი ხოშტარიას, აკაკი შანიძეს და ზვიად გამსახურდიას უნდოდათ, სწორედ იმას აკეთებს ახლა გეოპოლიტიკა.

არაუშავს.
იმიტომ, რომ საბას უნდოდა სპარსული აბრეშუმი სომეხ ვაჭრებს საქართველოს გავლით ეტარებინათ. ახლა ერევანი ამას არა თუ უშვებს, არამედ თავად ზის მოსალაპარაკებლად ინდოეთთან და ირანთან.

არაუშავს.
რადგან, ერდოღანმა ყარსი-ახალქალაქის რკინის აბრეშუმის გზას ძალისხმევა შემატა. ეს ისაა, რასაც აკაკი შანიძე გურჯი-ბოღაზს უწოდებდა.

არაუშავს.
რადგან ძმებ სიმენსებს რაც უნდოდათ, სწორედ ისაა შავი ზღვის მწვანე კაბელი.
არაუშავს.

და ბევრი არაუშავს.
რადგან ისე არა წვიმს, როგორც ქუხს. ბევრად წინაა საქართველო, ვიდრე ბოლო 500 წლის მანძილზე ყოფილა.

ხუთი საუკუნის წინ ჩაკეტილი კონსტანტინოპოლი იხსნება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით და ხუთი საუკუნე ტბად ქცეულ შავ ზღვაში მწვანე კაბელით ჩაიბამს ევროპა საქართველოს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ მაღრაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შემდეგი ალბათ იქნება შეირაღებული ძალების მთლიანად გაქრობა და ქვეყნის გადაცემა რუსეთისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

მმართველი გუნდის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მძიმე მოლოდინებით, ეხმაურება საქართველოს მე-3...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

“მინდა ისე გაიარონ ურთულესი გზა, რომ მათთან ერთად საქართველოს გვეზეიმოს!” – ნუკა არველაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის...

“ალეკო ელისაშვილი, ეს ფიზიკური თუ პოლიტიკური აკრობატი, იწვევს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში, რათა გახდეს დედაქალაქის...

თბილისის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...