“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელსაც ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და საზოგადოების კონკრეტული ნაწილი “რუსულ კანონს” უწოდებს, ჩამატებულია ახალი პუნქტები, რითის კანონპროექტი კიდევ უფრო მკაცრდება:
“❗️❗️❗️წარმოუდგენელი რამ ხდება!
ქოცებმა რუსული კანონის ბოლო ვერსიაში ჩაამატეს მუხლი ინდივიდუალურ პირების პასუხისმგებლობაზე. ანუ ორგანიზაციების გარდა ფიზიკური პირების დასჯის მექანიზმიც ჩადეს და ყველა პირადი ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულება, დაწყებული ჯანმრთელობის მდგომარეობით და დამთავრებულო რელიგიური თუ პოლიტიკური კუთვნილებით!
საგიჟეთია ხალხნო, ჩუმად, მესამე მოსმენის შემდეგ, და თან წერენ რომ მესამე მოსმენაზე შევიტანეთ ცვლილებაო. აი იმ მოსმენაზე 67 წამში რომ მორჩნენ!
რუსეთსაც კი არ მიუღია ეს კანონი თავის დროზე ასეთი რედაქციით!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე სერგო ჩიხლაძე.