spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ ვინმეს გაინტერესებთ ჩემი აზრი, როგორი უნდა იყოს...

“თუ ვინმეს გაინტერესებთ ჩემი აზრი, როგორი უნდა იყოს ამ დეცენტრალიზებული პროტესტის ცენტრალური სცენა, იმისთვის რომ თავისი ფუნქცია ადეკვატურად შეასრულოს, გეტყვით…” – თამარ ჩერგოლეიშვილი

“ევროპული საქართველოს” წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი საპროტესტო აქტივობების უფრო უკეთ წარმართვასთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს გამოთქვამს:

თუ ვინმეს გაინტერესებთ ჩემი აზრი, როგორი უნდა იყოს ამ დეცენტრალიზებული პროტესტის ცენტრალური სცენა, იმისთვის რომ თავისი ფუნქცია ადეკვატურად შეასრულოს, გეტყვით:

📍 სცენაზე დგას ეკრანი და გადის დოკუმენტური, უეჭველი მასალა რაც:
1) რეჟიმის რუსობას ადასტურებს;
2) ქართველების ევროპელობას ადასტურებს;
3) ქართველი ერის წინაშე რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ადასტურებს.
(ამის ფროდაქშენის აწყობა იოლია).

📍 სცენაზე არის წამყვანი, რომელიც აცხადებს ინფორმაციას:
ა) დაკავებულებზე;
ბ) დაშავებულებზე;
გ) მომდევნო, ან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე;
დ) პოლიტიკური სპექტრის იმ შეთანხმებებზე, რაც მოქალაქეების მომავალს ეხება.

პარტიებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა პროტესტში და აქციებზე ყოფნის დრო გამოიყენონ თავიანთი მხარდაჭერის გასაფართოვებლად – შექმნას ყველამ (ალიანსმა, თუ პარტიამ) თავისი ცენტრი, სადაც მათი მომხრეები ან პოტენციური მომხრეები შეიკრიბებიან და ინფორმაციას გაცვლიან.

ევროპული საქართველო ასე იქცევა წლებია – თავის ატმოსფეროს ქმნის პირველ სკოლასთან და ვისაც ეს ატმოსფერო სიამოვნებს, მათთანაა.

ესაა ჩემი აზრი.
მჯერა, რომ ოპტიმალური აზრია.
თავს არავის გახვევთ.
ხალხმა განსაჯოს.

პ.ს. აქციაზე ვივლი იმის მიუხედავად, რა ხდება ცენტრალურ სცენაზე, თუ რუსეთს არ დაუჭირეს მხარი ცხადია“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე ძალები, ისე როგორც ეს წლების წინ...

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს შესახებ მორიგ...

“თითქმის ყველა, ვისაც ახლა ეროვნულ პოლიტიკურ სცენაზე ვხედავთ, ან გაქრება, ან პოლიტიკურ პერიფერიად იქცევა....

ფილოლოგი, პოლიტიკოსი ვასილ ბარნოვი კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან...

“ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები – ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა...

"არსებობს ცნობილი გამონათქვამი: რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე უფრო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...