ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რუსული კანონის მიღება საქართველოს ეკონომიკას ჩამოშლით და დაბანკროტებით...

“რუსული კანონის მიღება საქართველოს ეკონომიკას ჩამოშლით და დაბანკროტებით ემუქრება, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაარტყამს” – გიორგი ვაშაძე

რუსული კანონის მიღებით ჩვენ ვართ საფრთხის წინაშე, რომ კიდევ უფრო მეტი უმუშევრობა, კიდევ მეტი სიღარიბე, კიდევ უფრო მეტი გაძვირებული ფასები, კიდევ უფრო მეტი პრობლემები იქნება ქვეყანაში, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაარტყამს“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

ვაშაძის თქმით კნონის მიღებისთანავე მკვეთრად გაუფასურდა ქართული კომპანიების ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე. უმძიმეს დღეში ჩავარდა ლარის კურსი და მხოლოდ ერთ დღეში 60 მილიონი დოლარის დახარჯვა მოუწია ეროვნულ ბანკს იმისათვის, რომ კურსი შეენარჩუნებინა:

რუსული კანონის მიღება საქართველოს ეკონომიკას ჩამოშლით და გაბანკროტებით ემუქრება. კანონის მიღებისთანავე მკვეთრად გაუფასურდა ქართული კომპანიების ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე. უმძიმეს დღეში ჩავარდა ლარის კურსი და მხოლოდ ერთ დღეში 60 მილიონი დოლარის დახარჯვა მოუწია ეროვნულ ბანკს იმისათვის, რომ კურსი შეენარჩუნებინა.

ინვესტორები უარს ამბობენ ქვეყანაში ინვესტიციებზე, მიმდინარე პროექტებს დიდი საფრთხე ემუქრება, ტურისტული სექტორი მძიმე დარტყმის ქვეშ არის და როგორც ტურისტული სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, საქართველოში უქმდება ჯავშნები… სწორედ ეს მოიტანა პირველივე დღეებში „რუსული კანონის“ მიღებამ.

„რუსული კანონით“ „ქართული ოცნება“ უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე, ფაქტობრივად, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ცალმხრივად წყვეტს ურთიერთობას და სწორედ იქიდან შემოდინებულ ფინანსური დახმარებები იყო საქართველოს ეკონომიკის მაკროეკონომიკის გარანტი.

ჩვენ ვართ საფრთხის წინაშე, რომ კიდევ უფრო მეტი უმუშევრობა, კიდევ მეტი სიღარიბე, კიდევ უფრო მეტი გაძვირებული ფასები, კიდევ უფრო მეტი პრობლემები იქნება ქვეყანაში, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაარტყამს.

ეს არის ის უმძიმესი რეალობა, რომელმაც დღეიდან დაიწყო შექმნა. მე მოვუწოდებ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომ უფრო ხმამაღლა და მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია.

ახლა არის გადამწყვეტი პოზიცია, როდესაც ჩვენ უნდა გადავარჩინოთ საქართველო, ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი ეკონომიკა, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა. გამოსავალი არის ერთიანობაში. ერთიანობა საზოგადოების, პოლიტიკური სექტორის, ერთიანობა ყველაფერში იმისთვის, რომ ეს ურთულესი პერიოდი ერთიანი ძალისხმევით გადავლახოთ.

უნდა გვესმოდეს, რომ ჯერ არც სანქციებია დაწესებული, არც კონკრეტული გადაწყვეტილებებია დასავლეთის მხრიდან მიღებული და უკვე სერიოზული დარტყმაა საქართველოს ეკონომიკაზე. თუ „ქართული ოცნება“ ბოლომდე გაიტანს თავისას, მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგარეო კურსი კვლავ შემოვატრიალოთ ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და აღვადგინოთ პარტნიორობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს უმძიმესი ეკონომიკური კოლაფსი და ქართული ეკონომიკის ჩამოშლა ემუქრება, რომელიც ყველას გააღარიბებს, გამოიწვევს მეტ მიგრაციას , მეტ უმუშევრობას, მეტ სიღარიბეს.

ვწუხვარ, რომ საკუთარი თანამდებობის და ძალაუფლების შენარჩუნების მეტი არაფერი აღელვებს „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებაში მოკალათებულ დაჯგუფებას, რომელიც ასე საჯაროდ, ასე ღიად ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

ერთიანობის დროა და ჩვენი ერთიანობით უნდა გამოვიდეთ ამ უმძიმესი კრიზისიდან, რომელიც შექმნა რუსული კანონის მიღებით და ევროინტეგრაციაზე პირდაპირ და ღია უარის თქმით „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც გადაუხვია საქართველოს ეროვნული ინტერესების მსახურების გზას“, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სამწუხაროდ ლელომ კოლეგებთან სასაუბროდ შავზე – თეთრის ლაპარაკის სტრატეგია აირჩია” – თენგო თევზაძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო თევზაძე კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს იმასთან...

“ქართულ ოცნებაში” მიმდინარე “რაზბორკები” ადასტურებს, რომ ის თავისი ბუნებით მაფიოზური წარმონაქმნია – გია ნოდია

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შექმილი რეალობის შესახებ საუბრობს განათლების ყოფილი...

“სხვისი შვილების უსამართლო პატიმრობით, განაჩენი საკუთარი შვილებისთვის გამოაქვს…” – გია ხუხაშვილი

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“მკაფიო ზღვარი გავავლოთ – რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია” – გია ბარამიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...