საპროტესტო აქციების მონაწილემ, ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დაწესებულება 48 საათის შემდეგ დატოვა, რის შემდეგადაც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა:
,,სრულიად მოულოდნელად დამაკავეს. საერთოდ ვერ მივხვდით, რაზე დაგვაკავეს.
გზაში ხან გვირტყამდნენ, გვცემდნენ, გვაგინებდნენ. ამავდროულად, გვიღებდნენ. დავით ქაცარავაც დააკავეს, საშინელ მდგომარეობაში იყო ადამიანი, არ ვიცი რა…
ჩემი დაკავება მოხდა, როცა პარლამენტის წინ ვიდექი ჩემ მეგობარ გოგონასთან ერთად, წინიდან ვიღაცების დაჭერა დაიწყეს, ,,რენდომ” ვიღაცების აყვანა დაიწყეს. მაგათ ვეხმარებოდი, რომ არ დაეჭირათ. მეც შემითრიეს მაგ მომენტში…
,,კიდე შენ ხარო?!” – თან მირტყამდნენ, თან მაგინებდნენ”, – განაცხადა ლაზარე გრიგორიადისმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე