საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან მწვავე შეფასებას აკეთებს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან და მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით:
,,არასერიოზული მსჯელობაა საერთოდ სანქციებით საუბარი, რასთან დაკავშირებითაც ერთ ასპექტს გავუსვამდი ხაზს და გთხოვთ ამასაც მიაქციოთ ყურადღება: წარმოგიდგენიათ, რომ 30 წლის თავზე ჩვენი დამოუკიდებლობის, ერთი, რომ მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს პირველად, უცხოელი პოლიტიკოსები მიტინგზე დააყენეს ანტისამთავრობო და პირველად ხდება, როცა ქართველი ქართველის წინააღმდეგ უცხო ქვეყნისგან ითხოვს დასჯას?!
დღეს იგივე ნირის ქართველები და იმ ხალხის შთამომავლები ენჯეო სექტორში და ოპოზიციაში დარბიან ბრიუსელში და ვაშინგტონში.
უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ბრიუსელი და ვაშინგტონი არ არის მოსკოვი ეს უნდა გაიგონ და ამ მაბეზღარა ენჯეოებმა და ოპოზიციებმა, რომლებსაც ხელისუფლების მოპოვების ერთადერთი შანსი აქვთ იმაში, რომ იქნებ ვინმე უცხოელი შემოიყვანონ, მათ რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ, იმასაც მოსთხოვენ, რომ ბომბები დაგვიშინონ’’, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი