სამშაბათი, ივლისი 8, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: დღეს "დონორების რევოლუციის" მოწყობის მცდელობა აქვთ

კახა კალაძე: დღეს “დონორების რევოლუციის” მოწყობის მცდელობა აქვთ

მინდა ყველას ვუთხრა – როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ – უკრაინიზაცია საქართველოში ვერ მოხდება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, პროცესები, რაც დღეს საქართველოში ხდება, ერთი-ერთში არის იმ პროცესების ანალოგი, რაც 2014 წელს უკრაინაში მოხდა.

მისივე თქმით, დღეს არის მცდელობა, რომ „დონორების რევოლუცია“ მოაწყონ.

გადავხედოთ წარსულს, საზოგადოება ყველაფერს ხედავს. 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფოს მიმართ მიზანმიმართული რყევები მიმდინარეობს. პირველად, ოპოზიცია რევოლუციის მოწყობას ცდილობდა, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები ხალხს მოუწოდებდნენ, მთავრობა უნდა გადადგესო. ამას მოჰყვა „ჟურნალისტების რევოლუციის“ მცდელობა. დღეს, 2024 წელს „დონორების რევოლუციის“ მოწყობის მცდელობა აქვთ. ის, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება, ანალოგიურია იმ პროცესების, რაც უკრაინაში 2014 წელს ხდებოდა. აქციის შინაარსი, პერფორმანსები ერთი-ერთში აკერმანის სახელმძღვანელოდან არის. კიდევ იქ არიან ჩარჩენილნი და ისევ იმ მეთოდებით ცდილობენ რევოლუციის მოწყობას.

2014 წელს უკრაინაში რევოლუცია მოხდა და ახლა რა მდგომარეობაში არიან, ყველა ვხედავთ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვუთხრა – როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ – უკრაინიზაცია საქართველოში ვერ მოხდება. ჩვენ გამოვლილი გვაქვს და ვიცით, ომი რამხელა უბედურების მომტანია. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას, სანქციებს შევუერთდეთ და ა.შ. ვერც ამერიკა, ვერც ევროპა და ვერც რუსეთი ჩვენი ბატონი ვერ იქნება. ჩვენი ბატონი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, უცხოელი დონორი ორგანიზაციები საქართველოში კარგ პროექტებსაც ახორციელებენ, თუმცა, შავი ფულის შემოდინებაც ხდება, რაც გამჭვირვალე არ არის.

რა თქმა უნდა, აქციებზე დგას ადამიანების ნაწილი, რომელიც რადიკალური ოპოზიციის რადიკალურ ფრთასთან არ უნდა გავაიგივოთ. ასევე, იქ დგანან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დონორებისგან ფინანსდებიან და ეს ყველაფერი გაუმჭვირვალეა. არავინ იცის, საიდან და რისთვის ფინანსდებიან. ამის მაგალითი უკვე გვქონდა, როცა ვითომ, მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის ტრენინგს აწყობდნენ და ამ დროს რევოლუციაზე საუბრობდნენ. ერთი ხელით კარგ პროექტებს აფინანსებენ და ამას ჯანსაღი ადამიანი რანაირად შეეწინააღმდეგება? ყველა მსგავს პროექტს მივესალმებით. თუმცა, არის შავი ფულის შემოდინება, რაც არ უნდათ გამჭვირვალე იყოს, რადგან ექსტრემისტულ ორგანიზაციებს ვეღარ დააფინანსებენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...