ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

კინზინგერი, კონგრესი, სენატი ყველანაირად დაგვიჭერენ მხარს, მაგრამ გადაწყვეტილება ჩვენ უნდა მივიღოთ – ან შიმშილი და უბედურება ან გამარჯვება, აღმშენებლობა და წინსვლა – გიორგი ვაშაძე

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ „სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის“.

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე კინზინგერის ამ განცხადებას ეხმაურება და განმარტავს, რომ მიუხედავად ასეთი მხარდაჭერისა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, გადაწყვეტილება, თუ რა სურს, უპირველესად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიიღონ.

ვიღაცას ეგონა, რომ ოდნავ შერბილებული იყო კინზინგერის წინა განცხადება რაც მან გააკეთა, ეხლა ეს განცხადება არის და უარესი გემუქრებათ. მაგრამ მოქალაქეებს და საზოგადოებას მინდა მივმართო, ყველაფერი ჩვენს ხელშია და არა კინზინგერის, არა კონგრესის, არა სენატის ისინი ყველანაირად მხარს დაგვიჭერენ, მაგრამ გადაწყვეტილება ჩვენ უნდა მივიღოთ. ან შიმშილი, უბედურება და სამუდამო მორჩილება ან გამარჯვება, აღმშენებლობა და წინსვლა,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
ბეჟან ბერულავა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული