სამშაბათი, ივლისი 8, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არ დააპირისპირონ ერთმანეთს საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს პოლიცია"...

“არ დააპირისპირონ ერთმანეთს საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს პოლიცია” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში” 11 მაისის საპროტესტი აქცია-მსვლელობას ეხმაურება და ხელისუფლებასა და სამართალდამცავებს კონკრეტული განმარტება-მოთხოვნებით მიმართავს:

,,ყველაზე უღირსი და მდაბიო, რასაც დღევანდელი ჩვენი ძალით მთავრობა აკეთებს არის ის, რომ ერთმანეთს უპირისპირებს პოლიციას და მოქალაქეებს. ფაქტობრივად, დღევანდელი ხელისუფლება ამოეფარა პოლიციელების ზურგს.

მე მინდა თითოეულ ღირსეულ, კეთილსინდისიერ პოლიციელს ვუთხრა, რომ თქვენ დღეს ქართულ სახელმწიფოს კი არ იცავთ, არამედ კონკრეტულ ერთ პარტიას და ეს ერთი პარტია არის ,,ოცნება”. ქართული სახელმწიფო და ქართველი მოქალაქეები გუშინ იდგნენ ქუჩაში, დღესაც იდგებიან და სახელმწიფოს დაცვის ფუნქციაა მათი ყველაზე მაღალი დონის ფუნქცია.

ამ ადამიანებს აქვთ პოლიტიკური კითხვები. ისინი ელოდებიან, რომ ამ პოლიტიკურ კითხვებზე პოლიტიკოსები გასცემენ პასუხს და არ გამოუშვებენ მათ წინააღმდეგ სპეციალური დანიშნულების დანაყოფებს.

ამიტომ, მე მინდა, თითოეულ პოლიციელს მოვუწოდო, რომ ის, რაც დღეს ხდება, ეს არ არის სახელმწიფო ინტერესების დაცვა. ეს არის კონკრეტული ადამიანების, კორუმპირებული ადამიანების ჯგუფის დაცვა, მათი ინტერესების დაცვა და მეტი არაფერი.

სახელმწიფო გუშინ ქუჩაში იყო. ის ადამიანები, რომლებიც გუშინ მღეროდნენ, საქართველოს ჰიმნს მღეროდნენ მშვიდობიანად, მარშირებდნენ თბილისის ქუჩებში, ეს ადამიანები არიან სახელმწიფო. ეს არის საქართველოს მომავალი.

როდესაც ამ ადამიანებს უპირისპირებენ, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და მე მინდა, პირველ რიგში, მათ ხელმძღვანელებს მოვუწოდო, რომ არ გასცენ, არცერთ შემთხვევაში, უკანონო განკარგულებები და ბრძანებები. არ დააპირისპირონ ერთმანეთს საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს პოლიცია”,  – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...