“მოძალადე ხელისუფლებასთან ამ ღირებულებით ბრძოლაში სწორედ ისინი გაგვიყვანენ საოცნებო ფინალში”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა ნანა ტოხვაძემ განაცხადა
ტოხვაძის თქმით საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რათა ხვალ მათ განათლებას,დიპლომს და პროფესიონალიზმს ჰქონდეს ფასი თავისუფალ სამყაროში
“არა მოძრაობა, არამედ ქმედება გაგვიყვანს შედეგზე. მგონი არ დარჩა უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც არ შეუერთდა პროტესტს და სტუდენტურ გაფიცვას.
ნუ აგვერევა ერთმანეთში მოძრაობა და ქმედება. გაფიცული სტუდენტების და მათი პროფესორ-მასწავლებლების ეს ქმედება ყველაზე ღირებულია ამ გარდამტეხ მომენტში, რადგან იცავენ მთავარს-საქართველოს დამოუკიდებლობას და თანასწორი წევრობის შანსს ევროკავშირში.
მოძალადე ხელისუფლებასთან, ამ ღირებულებით ბრძოლაში, სწორედ ისინი გაგვიყვანენ საოცნებო ფინალში.
ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რათა ხვალ მათ განათლებას,დიპლომს და პროფესიონალიზმს ჰქონდეს ფასი თავისუფალ სამყაროში”, – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს