საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 11 მაისის აქციას ეხმიანება და განსაკუთრებულ პოზიტიურ შეფასებებს ახდენს:
“გუშინდელი აქცია იყო ყველაზე ხალხმრავალი. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით უფრო ხალხმრავალი ვიდრე მაიდნებზე უკრაინაში, ვიდრე ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე 9 აპრილს და ვარდების რევოლუციის დროსაც კი, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა ორჯერ მეტი იყო ვიდრე ახლა.
გაუმარჯოს ერთობას!
არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.