საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან მწვავე შეფასებას აკეთებს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით:
,,რაც შეეხება აქციას – კიდევ ერთხელ, ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მათ შორის, ამ თემასთან დაკავშირებით სწორედ დეზინფორმაციული კამპანიის ტალღაა, მათ შორის, უცხოეთიდან წარმოებული. საგნობრივი დისკუსია არის ნული. უბრალოდ არის ტრაფარეტებით და სლოგანებით საუბარი, რომ რაღაცა არ შედის ევროპულ ღირებულებაში, ეწინააღმდეგება თუ არ ეწინააღმდეგება ევროპულ მისწრაფებებს.
ეს არის აბსოლუტური ზედაპირული ლოზუნგებით საუბარი შინაარსის გარეშე. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ეს არის გარკვეული პიედესტალიდან საუბრის მცდელობა ქართველი ხალხის მიმართ, როდესაც საუბარია, თითქოს ,,რაღაცა ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება”.
არავის არ აქვს ექსკლუზივი ისაუბროს ევროპულ ღირებულებებზე ქართველ ხალხთან, არავის არ აქვს უფლება, შემოვიდეს საქართველოში, ფული ხარჯოს უჩუმრად პოლიტიკური მიზნებით და არც კი ჩათვალოს ქართველი ადამიანი ღირსად, რომ მას უთხრას, რაში ხარჯავს ამ ფულს.
თუკი რაიმე არის რუსული, ზუსტად ეს დამოკიდებულებაა რუსული”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე