სამშაბათი, ივლისი 8, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებივახო სანაია: "ასეთი კრიზისი, როგორიც დღესაა, ივანიშვილს არასდროს...

ვახო სანაია: “ასეთი კრიზისი, როგორიც დღესაა, ივანიშვილს არასდროს ჰქონია”

ჟურნალისტი, “ფორმულას” ტელეწამყვანი, ვახო სანაია ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას ბიძინა ივანიშვილთან კავშირში განიხილავს და კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს:

ივანიშვილს როცა ძალიან გაუჭირდება, ტაქტიკურ სვლებს მიმართავს. ტრიუკს – ამას ხან დიალოგი ერქვა, ხან მთლიანად პროპორციული, ხან თითქმის პროპორციული, ხან ნახევრად პროპორციული, ხან სტუმრიანობა, ხან ხათრიანობა, ხან ცალ-ცალკე შესვლა და ხან კოლექტიურად, ხან რა და ხან რა. სინამდვილეში ეს იყო დროის მოგება, მძევლებით ვაჭრობა, გაყალბებული არჩევნების თემის მიძინება, დაკარგული ლეგიტიმაციის შენიღბვა და არაერთი მსგავსი.

ის კომპრომისს არასდროს განიხილავს, მოჩვენებით კომპრომისზეც კი არ მიდის, თუ უკიდურესი კრიზისი არ უდგას. შესაბამისად, თუ მსგავს მანევრს მიმართავს, ესე იგი, ძალიან ახლოსაა ძალაუფლების დაკარგვასთან და დროის მოგება სჭირდება, ხალხის რწმენის შერყევა, უკეთ გადალაგება/გადამზადება, მორიგ საჭირო მომენტამდე მოცდა.

ასეთი კრიზისი, როგორიც დღესაა, ივანიშვილს არასდროს ჰქონია. პროტესტი დაუღალავი და სულ უფრო მზარდია. ქვეყნის გარეთ თუ შიგნით ყველასთვის ყველაფერი ცხადია. პროტესტი არ წყდება, სულ უფრო შეუპოვარი და მრავალრიცხოვანი ხდება, დასავლეთი კი ივანიშვილის წინააღმდეგ სიტყვიდან საქმეზე გადასვლის ეტაპზეა.

ივანიშვილის კრემლისტური პოლიტიკა აგებულია ტყუილზე. ყველაფერი მოიტყუა. ყველა სიტყვა გატეხა. ეს უნდა გვახსოვდეს!

არ არსებობს და ვერც იარსებებს რუსული კანონის კომპრომისული ვარიანტი. ,,ვიმსჯელოთ”, ,,ცვლილებები განვიხილოთ”, ,,ვეტომდე მოიცადეთ”, ესა, ისა – ეს მაიმუნობა არ უნდა გაუვიდეს. ის ახლა წყალში მაშველ რგოლს ეძებს.

რუსულ კანონზე გამოსავალი ესაა – ივანიშვილი უნდა დამარცხდეს ქართველ ხალხთან ბრძოლაში კონკრეტულად ამ რუსული კანონის ნაწილშიც და ზოგადადაც.

ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია:

1. ხალხის დაუღალავი პროტესტი;
2. დასავლელი მეგობრების მხარდაჭერა.

დღეს უნდა შეიკრიბოს ძალიან, ძალიან ბევრი ხალხი.

არ შეიძლება მსჯელობა იმაზე, უნდა იყოს თუ არა საქართველო დამოუკიდებელი.

სასაცილოა საერთოდ საუბარი ამაზე – მოდი გაგვაუქმებინეთ საქართველოს დამოუკიდებლობა ბარემ მესამე მოსმენითაც და მერე ვეტოს დაძლევამდე ვიმსჯელოთ, აბა, რა კოსმეტიკური ცვლილებებისთვის ვიქნებით მზადო.

არა რუსულ რეჟიმს !“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახო სანაია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...