სამშაბათი, ივლისი 8, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: ძალადობაა, როცა ზეწოლის გზით გაიძულებენ გაიმეორო...

კახა კალაძე: ძალადობაა, როცა ზეწოლის გზით გაიძულებენ გაიმეორო მათი მესიჯები; ძალადობაა, როდესაც მოითხოვენ დაესწრო აქციებს, სხვა შემთხვევაში ქვეყნის მტრად შეგრაცხავენ; ძალადობას კი მივყავართ საშინელ შედეგებამდე

თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და გამჭვირვალობის შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე ისაუბრა.

კახა კალაძემ ძალადობა უწოდა კამპანიას, რომელიც მისივე თქმით, საზოგადოების გახლეჩას და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის მტრის იარლიყის მიკერებას ისახავს მიზნად:

დღეს ჩვენ ვხედავთ აგრესიულ კამპანიას, რომელიც აგებულია საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირების, ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე პირისთვის ქვეყნის მტრის იარლიყის მიკერების მცდელობაზე. მათი ლოზუნგია-„ვინც ჩვენთან არ არის, ის ქვეყნის მტერია“. ამ ლოზუნგით იფუთება უმცირესობის ძალადობა უმრავლესობაზე, რომელიც უარს ამბობს უცხო ქვეყნის გავლენებზე, მათ ჩარევაზე საქართველოს შიდა პოლიტიკაში და მხარს უჭერს გამჭვირვალობას.

ძალადობაა, როცა ზეწოლის, ბულინგის, შეურაცხყოფის გზით სურთ, გაიძულონ, გაიმეორო მათი მესიჯები. ძალადობაა, როდესაც მოითხოვენ დაესწრო აქციებს, სხვა შემთხვევაში ქვეყნის მტრად და მონად შეგრაცხავენ.

ძალადობას მივყავართ საშინელ შედეგებამდე, რასაც ვერ გაუძლებს ჩვენი ქვეყანა. რასაკვირველია, არავის უნდა დავუხროთ თავს, რადგან ჩვენ ხელშია სიმართლე. არ არსებობს ქვეყნად სიმართლეზე დიდი იარაღი,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, „კანონი გამჭვირვალობის შესახებ“ ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, შეამციროს უცხო ქვეყნების გავლენები და არჩევნების გზით საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი:

ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ისევე როგორც თავის დროზე ამერიკამ, როგორც ახლა ცდილობს კანადა, ისევე როგორც ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე შეძლო კანონის ამოქმედება, საქართველომაც უნდა შეამციროს უცხოური გავლენები, იქნება ეს პირველ რიგში რუსეთის, თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნის გავლენა. ამისთვის კი საჭიროა კანონის ამოქმედება.

ჩვენ ვერ მოვისმინეთ პასუხი ოპონენტებისგან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ: რატომ არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ რუსული? რატომ არა აქვს უფლება საქართველოს აამოქმედოს კანონი, რომელიც მოქმედია ამერიკის და ევროპის რიგ ქვეყნებში? როგორ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნა იქცეს ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებლად? ეს კითხვები უპასუხოდ რჩება, არადა პასუხი ძალიან მარტივია – არ მივიდეს ქვეყანა არჩევნებამდე და ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს არა მოსახლეობამ, არამედ კონკრეტულმა უცხოურმა ძალებმა. ამიტომ ჩვენ, საზოგადოებამ არ უნდა დავტოვოთ უპასუხოდ ეს კითხვები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

“ჩვენ ვართ კავკასიელები და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია” – მიხეილ სააკაშვილი

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...

“ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ პროვინციული და თავისმომჭრელი დიქტატურის დასასრულებლად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...