სამშაბათი, ივლისი 8, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს ხელისუფლება დირექტივებს იღებს პირდაპირ ფსბ-დან" - გია...

“საქართველოს ხელისუფლება დირექტივებს იღებს პირდაპირ ფსბ-დან” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შეფასებას ახდენს და ამტკიცებს, რომ ის რუსეთის ხელისუფლების მოქმედებების სრული ანალოგია:

თუ დავაკვირდებით პროცესების განვითარების ანატომიას, სრულიად ცხადი გახდება, რომ ხელისუფლების მოქმედებები არ ითვალისწინებს ადგილობრივ სპეციფიკას და თავის დროზე რუსეთის ხელისუფლების მოქმედებების სრული ანალოგია.

ანუ, არ არის ადაპტირებული, პირდაპირ და უხეშად არის გადმოტანილი.
ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს:

საქართველოს ხელისუფლება მთლიანად არის ჩამოშორებული მოქმედებების სტრატეგიისა და ტაქტიკის განსაზღვრის საკითხს და დირექტივებს იღებს პირდაპირ ფსბ-დან. ისინი კი მოქმედებენ ისე, რა გამოცდილებაც აქვთ მიღებული რუსეთში და რაც კარგად იციან.

ხელისუფლების ფუნქცია არის ამ ალგორითმის, მატრიცის შესაბამისად პროცესების ოპერატიული მართვა ინსტრუქტორების ზედამხედველობით.

ამ ტრიადის მესამე ელემენტია “შავი სამყარო”, რომელმაც აშკარად გაააქტიურა ქუჩის შპანა ისეთი საკითხების “მოსაგვარებლად”, რაზეც პასუხისმგებლობის აღებას ხელისუფლება ერიდება. ამ ლოგიკაში კარგად ჯდება ქართული წარმომავლობის “ავტორიტეტების” გათავისუფლება რუსული ციხიდან, რაც ბუნებრივია შემთხვევით და ლამაზი თვალების გამო არ ხდება“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...