სამშაბათი, ივლისი 8, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინდა სოლიდარობა გამოვიცხადო ყველას ვისაც ფაქტობრივად ოჯახებში, სახლებში...

“მინდა სოლიდარობა გამოვიცხადო ყველას ვისაც ფაქტობრივად ოჯახებში, სახლებში უვარდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან” – ლევან ხაბეიშვილი

,,გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთი ლიდერი, პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კომენტარს აკეთებს დაკავებებისა და ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით:

,,მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველას, ვისაც ფაქტობრივად ოჯახებში, სახლებში უვარდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან ისე, როგორც მათ ჩვევიათ ლაჩრულად, მიპარვით, რამდენიმე ადამიანისგან, დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობებით.

ასევე არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ,,ტვ პირველთან’’ განვითარებული მოვლენებს, როცა ფაქტობრივად აღიარებს სისტემა, რომ არ არსებობს არანაირი სამართალდამცავი ორგანო, არ არსებობს არანაირი პოლიცია და ეს ყველაფერი ცხადია, შეთანხმებულად, გომელაურის, ხარაზიშვილის, ივანიშვილის დავალებით ხდება.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას ესმოდეს, რომ ცინიზმის მწვერვალია, ჩემო ძვირფასებო, ხალხზე ზრუნვის სახელით, თურმე ეს კანონი ხალხს სჭირდება და ხალხის გამო, ხალხს რომ სჭირდება ამიტომ დასდევენ ქუჩებში ადამიანებს, ამიტომ სცემენ ახალგაზრდებს, უვარდებიან ოჯახებში, ამიტომ ურეკავენ პენსიონერ დედებს, მშობლებს, პატარა ბავშვებს, აგინებენ, ლანძღავენ და აშინებენ, რომ თქვენ შვილს მოგისვენებთ და ვიღაცას დავჭრით და მოვკვლავთ და ავკუწავთ, ეს ყველაფერი ხალხზე ზრუნვა ყოფილა.

ახლა რაც შეეხება კიდევ უფრო მნიშვნელოვანს – დღეს ჩვენი ინფორმაციით დაახლოებით 4-5 საათისთვის კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები. ეს ბიზნესმენები დაიბარეს იმიტომ, რომ ვისაც ჯერ არ გამოუხატავს მხარდაჭერა, აიძულონ დაიცვან რუსული კანონი, მხარი დაუჭირონ და უარი თქვან ევროპაზე. შესაბამისად, გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ბიზნესმენებს მოსთხოვენ და დაავალებენ, რომ მათი ოჯახის წევრები, შვილები, მეუღლეები, დები, ძმები, ნათესავები, რომლებიც აქტიურად დადიან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, აღარ იარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეექმნებათ პრობლემები და ასევე, ამ ბიზნესმენებს დღეს აპირებენ მოსთხოვონ, რომ მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხადია, დადიან ,,არა რუსულ კანონს და კი ევროპას’’ მშვიდობიან მანიფესტაციებში იღებენ მონაწილეობას, უნდათ რომ ამ ბიზნესმენებს უთხრან აიძულონ მისი თანამშრომლები, რომ არავინ აქციაზე არ წავიდნენ.

მე მინდა მივმართო ყველა იმ ბიზნესმენს, რომლებიც დღეს იქნებიან შეხვედრაზე- უნდა გესმოდეთ, რომ საქართველოს ეკონომიკა დგას დასავლეთზე, ევროპაზე თქვენი ბიზნესების უდიდესი ნაწილი პირდაპირ დაკავშირებული და მიბმულია დასავლეთზე და ევროპაზე, უნდა გესმოდეთ, რომ დღეს არის გადამწყვეტი დრო, როცა თქვენ მარტივი რჩევანი უნდა გააკეთოთ ივანიშვილსა და საქართველოს შორის’’, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ...

ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...