აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით:
,,რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო თვალნათლივ გამოჩნდება👇🏻
1. არანაირი რუსული კანონი არ არსებობს ‼️
2. მთელი ეს არეულობა მხოლოდ და მხოლოდ ხელმოცარული ოპოზიციის გეგმებს ემსახურება ❌
3. გეგმა ნათელია – რევოლუციური სცენარის გარდა ვერაფერი ვერ აბრუნებს მათ ხელისუფლებაში, ზურა გირჩმა ეს ჩანაწერი ცოტა ძველიაო, დიდი ხანია გეგმავენ ამ ყველაფერს ⛔️
4. აქციებისთვის საგანგებოდ შეარჩიეს – ახალგაზრდობა და ყველასთვის ესოდენ მტკივნეული თემა – რუსეთი.
5. ახალგაზრდების ლამაზი ფოტოების უკან, ბინძური წარსულის მქონე პოლიტიკოსები დგანან.
6. ემოციური პოსტების უკან, საკუთარი ხალხის და ქვეყნის მოძულე ხალხი დგას. მაგალითისთვის, კვარაცხელიას გინების მოყვანაც კი საკმარისია ამის ნათლად დასანახად ⛔️⛔️⛔️
7. ძალადობა ნაცების და მისთანების ხელწერაა. ამას გამოიყენებენ ნებისმიერ დროს საკუთარი მიზნების მისაღწევად.
8. მოძალადე პოლიტიკოსები ვერ გაიმარჯვებენ, ისინი მხოლოდ უკეთ დაგვანახებენ თავიანთ სახეს.
9. გამჭვირვალობის კანონი აუცილებელია 🙌🏻”, – წერს ნინო წილოსანი
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე