საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს მმართველი პარტიის ლიდერების ბოიკოტზე ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებასთან დაკავშირებით:
,,ევროპის დღეებზე არ მისვლა, პირდაპირი დემონსტრირება არის იმის, რომ მათ [ხელისუფლებას] არ აინტერესებთ ევროპა.
რას აკეთებდნენ თუ მკითხავთ, დარწმუნებული ვარ, მაღალი ალბათობით გეუბნებით, რომ ,,ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები – კობახიძე და სხვა ადამიანები, დაკავებულები არიან იმ სიების შედგენით, ვისაც უნდა დაურეკონ და მიუვარდნენ სახლში. ამით არიან დაკავებულები.
ეს ევროპული კი არ არის, ეს არის სუფთა რუსული ქცევა. ამიტომ გეუბნებოდით, ,,ეს კანონი რუსულია” და მოვრჩეთ ყველა პროპაგანდას. ,,ქართული ოცნება” ძალადობისკენ მიაქანებს ქვეყანას”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე