ორშაბათი, ივლისი 7, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ძვირფასო ახალგაზრდებო, სანამ თქვენ ქუჩაში, აქციებზე დგახართ -...

“ძვირფასო ახალგაზრდებო, სანამ თქვენ ქუჩაში, აქციებზე დგახართ – პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია ელოდება მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებას” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კონკრეტულ შეფასებებთან ერთად ახალგაზრდობას მიმართავს:

10 წელი ელოდნენ ამ თაობას, რომელსაც არ უნახავს და ბუნებრივია, მძაფრად ვერ ემახსოვრება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური კოშმარი.

ახლა, როცა ისინი სრულწლოვანები და მომავლის ენერგიით სავსენი არიან – ქუჩაში გამოსვლისკენ, პოლიციასთან შეტაკებისკენ, პარლამენტზე ძალადობრივი შეტევისკენ, გზების გადაკეტვისა და საცობში მყოფი მოქალაქეების შეურაცხყოფისკენ, საკუთარი ქვეყნის პარალიზებისკენ მოუწოდებენ.

დემოკრატიის წესებს, არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსიის და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობას კი არ უხსნიან – არამედ, პირდაპირ, უხეში დაპირისპირების წინა ხაზზე აყენებენ, თვითონ კი უკანა რიგებში, ოფისებში არიან ჩასაფრებული, დესტაბილიზაციის გეგმებს განიხილავენ და ფულით, ინვენტარით და შეძახილებით ამარაგებენ ახალგაზრდებს, ბავშვებს. მოუთმენლად ელიან, მოხდეს დაპირისპირება, რომ როგორმე სასურველი სურათი მიიღონ, რითაც ჩვენი საზოგადოების ემოციებზე ადვილად მოახდენენ გავლენას.

სრულიად აშკარაა უხეში ჩარევა დემოკრატიაში და საინფორმაციო შეტევა ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაზე – როცა თეთრზე შავს გიმტკიცებენ და ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიას – რუსულს არქმევენ.

საქართველოს თუ რამე აყენებს სახიფათო გზაზე – ეს არის დემოკრატიული არჩევნების გვერდის ავლით, გადაწყვეტილების მიღების იძულება და პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი სცენარის მხარდაჭერა.

ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, კანდიდატის სტატუსი; თანამედროვე, ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ჯარი; რუსეთის წინააღმდეგ მოგებული ისტორიული საქმეები ევროსასამართლოში და ჰააგაში, სადაც საქართველომ გაიმარჯვა და რუსეთი გამტყუნდა – ეს მნიშვნელოვანი ნაწილია ევროინტეგრაციის გზაზე იმ რეალური პროგრესისა და მე ვიტყოდი ისტორიული ფაქტებისა, რომელიც სწორედ ჩვენს ხელისუფლებას უკავშირდება. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ “ქართულმა ოცნებამ” შეიტანა 78-ე მუხლი კონსტიტუციაში, რომლითაც კიდევ უფრო განმტკიცდა ჩვენი ხალხის ისტორიული, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი.

სამწუხაროდ, ყოფილ სახელისუფლებო პარტიას, რომელიც ჯერ კიდევ წარმოადგენს ოპოზიციური სპექტრის დიდ ნაწილს, დღემდე ვერ წარმოუდგენია ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე, თანაცხოვრება ჩვენს მოქალაქეებთან. ძალაუფლების პირობებში კი როგორ იქცევიან, საქართველომ ერთხელ ეს უკვე ნახა და არასდროს განმეორდება!

ამ ფონზე, მინდა იცოდეთ ძვირფასო ახალგაზრდებო, რომ სანამ თქვენ ქუჩაში, აქციებზე დგახართ – პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია ელოდება მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებას. ეს მათი ბოლო შანსია თქვენს ხარჯზე!“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც” –...

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ...