ორშაბათი, ივლისი 7, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "ყოველგვარი ძალადობა - როგორც ფიზიკური, ისე...

კახა კალაძე: “ყოველგვარი ძალადობა – როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური, კატეგორიულად მიუღებელია”

რა თქმა უნდა, ყოველთვის მიუღებელია ყველანაირი ძალადობა – როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს მოქალაქეებზე თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

რა თქმა უნდა, ყოველთვის მიუღებელია ყველანაირი ძალადობა – როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. როგორ შეიძლება, ადამიანმა მოიწონოს ძალადობა, ბულინგი, მაგრამ ნახეთ აქ რა მდგომარეობაა: როდესაც მაგალითად, „იმედის“, „პოსტივის“ ჟურნალისტს პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ აქციაზე, არის პირდაპირი მოწოდებები, რომ დააბულინგონ (რაც კატეგორიულად მიუღებელია), როდესაც მამუკა მდინარაძეს ლაჩრულად მიეპარა ალეკო ელისაშვილი, ნახეთ, რა განცხადებები კეთდებოდა.

ეს ძალიან სახიფათოა, ძალიან ცუდია, არ შეიძლება.

როდესაც სალომე ზურაბიშვილი იწყალებს ადამიანს, რომელმაც სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა და ოპოზიციას სურვილი ჰქონდა, რომ იგი გმირად გამოეყვანა – ეს არის ის კონკრეტული ფაქტები, რომელიც ძალიან მძიმე და შემაშფოთებელია.

ჩვენ პოლიტიკოსები, არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება თუ ოპოზიციის, უნდა გავემიჯნოთ ამ ყველაფერს და პირდაპირ დავგმოთ. მესმის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს საერთოდ არ ადარდებთ ეს ყველაფერი და არ აინტერესებთ. როგორ შეიძლება, მოგწონდეს ან ფიზიკური ძალადობა, ან ფსიქოლოგიური, რასაც ვხედავთ ბოლო დღეებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...