ორშაბათი, მაისი 20, 2024

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა და ცხოველთა უფლებების დამცველებმა შორენა ლობჟანიძემ, ნანა ხომასურიძემ და მარინა ბერსენაძე-კაციტაძემ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა და ცხოველთა უფლებების დამცველებმა შორენა ლობჟანიძემ, ნანა ხომასურიძემ და ააიპ ,,ადამიანები ცხოველებისთვის“ თავმჯდომარემ – მარინა ბერსენაძე-კაციტაძემ ერთობლივად მიმართეს საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით: ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“.

,,ცვლილება ეხება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ 175-ე მუხლის I ქვეპუნქტს და 175-ე მუხლის ახალ III¹ ქვეპუნქტს, რომელთა ცვლილებების შედეგად მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს აღარ შეეძლება მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ბინადარი შინაური ცხოველების გაყვანა, ადგილმონაცვლეობა ან/და მათზე ზრუნვა-პატრონობის განხორციელების შეწყვეტა, თუ მეზობელი ნაკვეთის ან შინაურ ბინადარ ცხოველთა მესაკუთრე საკუთრებაში მყოფ ან მიკედლებულ შინაურ ბინადარ ცხოველებს უქმნის სიცოცხლისათვის აუცილებელ საარსებო პირობებს და ასევე, უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირობებს“, – განაცხადეს ავტორებმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული