პარასკევი, აპრილი 19, 2024

ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილება – გიგი უგულავა

უზენაესმა სასამართლომ, “ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივანს, გიგი უგულავას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება 10 თებერვალს გამოაცხადა. საკასაციო საჩივარი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ კოლეგიის სხვა მოსამართლეებთან, მერაბ გაბინაშვილთან და გიორგი შავლიაშვილთან ერთად განიხილა.

გიგი უგულავას თქმით, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც პირადად ივანიშვილი ხელმძღვანელობს:

როგორც ცნობილია ივანიშვილმა თადუმაძეს ხელით, პრაქტიკულად იგივე საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება, რაც მაქვს მოხდილი, არსებითად ვგულისხმობ, იმიტომ რომ მერე დაიწყება სპეკულაციები, რომ ეს ის არ არის და ეს სხვა საქმეა.

მე არ ვაპირებ შევიდე სამართლებრივ ნაწილში, იმიტომ რომ სამართლებრივად ეს ყველაფერი უბრალოდ არაფერი არ არის. ცარიელი ადგილია და არაფერზე საუბრით არ გადაგღლით.

ჩვეულებრივად უსამართლო გადაწყვეტილებაა, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და ეს არის პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც შეასრულეს იმ მოსამართლეებმა, რომელსაც სუფთა, ფორმალურად რომ ვთქვათ, იმის დროც კი არ ჰქონდათ, რომ ამ საქმეს გაცნობოდნენ,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

ავტორი
ბეჟან ბერულავა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული