პარასკევი, აპრილი 26, 2024

როგორ წარმოგიდგენიათ ჩემი და მიშას კონფლიქტი, რომ მე გადავდექი და ეს ვიღაცამ იცის?! – გრიგოლ ვაშაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მიერ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას თავად გრიგოლ ვაშაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას, სისულელე უწოდა და ირონიულად აღნიშნა, რომ იგი ასევე დალაი ლამასა და რომის პაპის თანამდებობებიდან წავიდა.

არ წავსულვარ არსად, წავედი მარტო დალაი ლამასა და რომის პაპის თანამდებობებიდან და “ნაციონალურ მოძრაობაში“ ვრჩები. რამდენი მოცლილი რაღაცას დაწერს facebook-ში, ყველა სისულელეს რატომ უსმენთ? როგორ წარმოგიდგენიათ ჯერ ჩემი და მიშას კონფლიქტი და მეორე ის, რომ მე გადავდექი ისე, რომ ვიღაცამ იცის,” – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

აჟიოტაჟი კი „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის მიერ დასმულ შეკითხვას მოჰყვა – „გრიგოლ ვაშაძე პარტიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს?!“. ამ სტატუსმა სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რის გამოც მოგვიანებით ელისო კილაძემ კონკრეტული განმარტებები ფეისბუკის პირად გვერდზე გააკეთა.

ჯერ ერთი, მე არ მითქვამს, გრიგოლ ვაშაძე პარტიიდან წავიდა თქო!

კითხვა დავსვი – პარტიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს თქო?

ვაშაძემ სისულელე უწოდა ამ ფაქტს და დასძინა – არსად მივდივარ, როგორ წარმოგიდგენიათ ჩემი და მიშას კონფლიქტი და თან ეს ვინმემ იცისო?!

ჩავზუსტდები – კონფლიქტი არა, დედის გინება იყო ტელეფონით!

ჰო, ცოტა მეტი ვიცი კიდევ…

p.s. “სულელებმა” მიშას წუხანდელ ინტერვიუს ყურადღებით მოუსმინეთ ხელახლა, მათ შორის ვაშაძის ნაწილში!

შევხვდებით თვის ბოლოს, ამავე კედელზე ამავე საკითხით!“- განაცხადა ელისო კილაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული