ორშაბათი, ივლისი 7, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კატეგორიულად ვგმობ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებ...

“კატეგორიულად ვგმობ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებ მას!” – გიორგი ვაშაძე

კატეგორიულად ვგმობ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებ მას! ამ დანაშაულისთვის ყველა დამნაშავემ აუცილებლად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ეს არის მმართველი პარტიის მხრიდან მორიგი დაშინების მცდელობა, მაგრამ ახალგაზრდობას ვერ შეაშინებენ:

ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა საკუთარი სახე ლადო აფხაზავაზე თავდასხმით, რომელიც აქტიური მოქალაქე და გამორჩეული მასწავლებელია. ეს თავდასხმა დაემთხვა ლადოს გააქტიურებას და სამოქალაქო პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებას. ლადოზე თავდასხმა არის ადამიანებისა და ჩვენი ღირსეული პედაგოგების დაშინების მორიგი მცდელობა “ქართული ოცნების” მხრიდან.

ძალადობას საერთო არაფერი აქვს არც დემოკრატიასთან და არც ევროპასთან. კატეგორიულად ვგმობ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას! ამ დანაშაულისთვის ყველა დამნაშავემ აუცილებლად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე.

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს არჩევანია ევროკავშირი და მსგავსი ქმედებებით ქართველ ხალხს, ქუჩაში გამოსულ საამაყო ახალგაზრდებს ვერ შეაშინებენ!

კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

“ივანიშვილმა და ახლა რომ ოპოზიციაში “დაიპრანჭება” იმ ხალხმა, ჩახალიანი პოლიტპატიმრად შერაცხეს” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სომხეთში მძიმე ბრალდებებით...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რუსული რეჟიმი დაემხობა და ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება!” – ნინო...

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მწვავე შეფასებებს აძლევს ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

“ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!” – ელისო კილაძე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისთვის საპატიო ყარაულის დახვედრაზე უარის გამო...

“ასეთი უტიფარი სიტყვა, თვით ქოცური პროკურატურისთვისაც კი წარმოუდგენელი იყო” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...