spot_img
მთავარიტექნოლოგიები და კომუნიკაციებიComCom-ი: "სილქნეტი" მომხმარებლისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დასანქცირდა

ComCom-ი: “სილქნეტი” მომხმარებლისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დასანქცირდა

კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „სილქნეტი“ აბონენტისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დაასანქცირა, ვინაიდან კომპანიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია. კერძოდ, 2024 წლის მარტში, ComCom-ში შემოვიდა მომხმარებლის საჩივარი ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ, რის შემდეგაც, კომისიამ აბონენტთან 24 საათიანი ინტერნეტის სიჩქარისა და ხარისხის შემოწმების ტესტი ჩაატარა. ტესტმა დაადგინა, რომ „სილქნეტის“ მიერ მიწოდებული ინტერნეტ მომსახურება არ შეესაბამებოდა ოპერატორსა და აბონენტს შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.

კერძოდ, საჩივრის დაფიქსირების შემდეგ ComCom-ის მიერ ჩატარებულმა ინტერნეტის ხარისხის გაზომვის 24 საათიანმა ტესტმა აჩვენა, რომ ჯიტერის მაჩვენებელი შეადგენდა 152.9 მილიწამს, მაშინ, როდესაც ხელშეკრულება ითვალისწინებს <50 მილიწამს. ასევე, დაყოვნების მაჩვენებელი შეადგენდა 2969 მილიწამს, ეს მაჩვენებელი კი ხელშეკრულების პირობებით <400 უნდა იყოს. გარდა ამისა, ტესტით დადგინდა ისიც, რომ დაკარგული პაკეტების კოეფიციენტის მაჩვენებელი 9.48%-ს შეადგენდა, როდესაც ხელშეკრულების მიხედვით აღნიშნული 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

გამომდინარე იქედან, რომ „სილქნეტის“ მხრიდან ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევა არ დაფიქსირებულა, კომუნიკაციების კომისიამ ოპერატორი წერილობით გააფრთხილა და აბონენტისთვის მიწოდებული მომსახურების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა დაავალა.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემის არსებობის შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისიას შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიმართოთ, რადგან მომხმარებლის უფლებების დაცვა ComCom-ის მთავარი პრიორიტეტია

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...