ორშაბათი, ივნისი 30, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიევროკავშირი"ჩემთვის ევროპა არ არის ახლანდელი ბიუროკრატები. ისინი დღეს...

“ჩემთვის ევროპა არ არის ახლანდელი ბიუროკრატები. ისინი დღეს არიან, ხვალ შეიძლება არ იყვნენ” – კახა კალაძე

თქვენ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ არგუმენტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, ფიქრობს თუ არა, რომ პრობლემა არის ხელისუფლებაში, რადგან „არც ევროკავშირში და არც ევროპარლამენტში მოკავშირე არ დარჩათ“.

ყველაზე მთავარი არის ერთი რამ – თქვენ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ არგუმენტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. 12-პუნქტიანი გეგმა მოგვცეს – შესრულდა, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ამის საჭიროება, რადგან იმ ქვეყნებზე გაცილებით წინ ვართ ყველა ასპექტში, ყველა კრიტერიუმით, ვისაც სტატუსი მისცეს.

„დაჩმორებასა“ და შეურაცხყოფაზე რომ ვსაუბრობთ, ეს კონკრეტული მაგალითია – შეურაცხმყოფელი იყო ის, რაც იკადრეს საქართველოსა და ქართველ ხალხთან მიმართებაში. ესეც მარტივია: პოლიტიკური მიზნით უნდოდათ ამ ყველაფრის გამოყენება, რომ არეულობა მოეწყოთ, ხალხს ეუბნებოდნენ, რომ თქვენ კარგები ხართ, იმსახურებთ ევროპას, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ევროპა მისთვის ღირებულებებია და არა ამჟამინდელი ბიუროკრატები.

ჩემთვის ევროპა არ არის ახლანდელი ბიუროკრატები. ისინი დღეს არიან, ხვალ შეიძლება არ იყვნენ. ჩემთვის ევროპა არის ღირებულებები, რითაც ვცხოვრობ მე და ჩემი ოჯახი. ასე მინდა იცხოვრონ ჩემს ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანებმა და მივდივართ ზუსტად იმისკენ, რომ ეს ევროპული ღირებულებები გავაძლიეროთ და ძლიერი სახელმწიფოთი გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

მიხეილ სააკაშვილი: “ევროპამ საბოლოოდ გაიღვიძა!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები გეოპოლიტიკურ სიახლეებზე: "კატასტროფული...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...