spot_img
მთავარიტექნოლოგიები და კომუნიკაციებიComCom-მა IX, X და XI კლასის მოსწავლეებისთვის მედიაწიგნიერების...

ComCom-მა IX, X და XI კლასის მოსწავლეებისთვის მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამოაცხადა

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსი “ნამდვილი თუ მოგონილი?!”, რომელიც მიზნად ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის, ფაქტების გადამოწმებისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს, IX, X და  XI კლასის მოსწავლეებისთვის გამოაცხადა. დაინტერესებულ მოსწავლეებს კონკურსში მონაწილეობა 1 მაისიდან 15 ივნისამდე შეეძლებათ.

„ნამდვილი თუ მოგონილის?!“ წესების თანახმად, მონაწილეებს ევალებათ, რომ აღმოაჩინონ მედიაში, მათ შორის, ინტერნეტში, ტელევიზიასა თუ ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. შემდეგ კი, მათ სასურველი ფორმატით უნდა წარმოადგინონ ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზები, შესაბამისი წყარო და რეალური ფაქტები. კონკურსის ფარგლებში გამოგზავნილ ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და სამ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელთაც კომუნიკაციების კომისია MacBook Air 15.3-ს, iPhone 15 Pro-სა და iPad 10.9-ს გადასცემს.

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი“ უკვე ათჯერ, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებისთვის ექვსჯერ, ხოლო სტუდენტებისთვის ოთხჯერ წარმატებით ჩაატარა. დამატებით, ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ პროექტის ფარგლებში 2400-ზე მეტი მოსწავლე და 900 სტუდენტი მედიაწიგნიერებაში გადაამზადა.

კონკურსის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...