ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როდესაც "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით...

“როდესაც “უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონპროექტი მესამე მოსმენით შევა ძალაში, გაიგებს საქართველოს მოსახლეობა, ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე და ვინ – მტერი” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭირვალობის“ კანონმდებლობა შთაგონებულია არა რუსეთიდან, არამედ ამერიკის კანონმდებლობიდან:

აღნიშნული კანონი შთაგონებულია ამერიკიდან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიდან. ჩვენ მივესალმებით FARA-ს კანონს, რომლის საშუალებითაც ბევრი სიბინძურე გახდა ცნობილი საქართველოში, თუ რომელი ევროპარლამენტარი რა ლობიზმით მოქმედებს, რეზოლუციებს რა ლობიზმით იღებენ. მადლობა აშშ-ს, რომ მოქმედებს აღნიშნული კანონი და ბევრი რამ გახდა ცნობილი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

ასევე ბევრი იქნება ცნობილი, როდესაც „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით შევა ძალაში და გაიგებს საქართველოს მოსახლეობა, ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე და ვინ – მტერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე უპასუხა მედიის შეკითხვას „გამჭირვალობის“ კანონპროექტის ამერიკულ FARA-სთან შედარების შესახებ და აღნიშნა, რომ ქართული კანონპროექტი ვერ იქნება ამერიკულის ანალოგი:

რა თქმა უნდა, ეს არ არის ანალოგი. ჩვენ ანალოგები და კოპირებები არ გვჭირდება. ეს არის ქართული კანონი. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ვერ ნახავთ ვერცერთ ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯს, რაც ხელისუფლებაში ვართ, რომელიც ქვეყნის ინტერესს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ქულების დაწერა თუ გინდათ, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადეთ, სინდისის პატიმრები გამოუშვით‼️‼️‼️” – ელისო კილაძე

მიხეილ ყაველაშვილის მიერ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გაკეთებულ...

“სხვისი შვილების უსამართლო პატიმრობით, განაჩენი საკუთარი შვილებისთვის გამოაქვს…” – გია ხუხაშვილი

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...