ორშაბათი, ივლისი 7, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 4-7 მაისის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 4-7 მაისის პერიოდისთვის

3 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 4 მაისიდან 4 დღის განმავლობაში.

აპრილის თვე გარკვეულწილად ლარის კურსის სტაბილურობით გამოირჩეოდა, ამასთან გამყარების ნიშნებით, გასულ 2 კვირაში კი შეინიშნებოდა ერთგვარი რყევები და საგრძნობი გამყარება-გაუფასურება. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

30 აპრილი – 2.6835;
1 მაისი – 2.6849;
2 მაისი – 2.6788;
3 მაისი – 2.6797.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე უცვლელად დარჩა და 1 აშშ დოლარი 4 მაისიდან 4 დღის განმავლობაში ეღირება 2.6797 ლარი.

ანალოგიური სიტუაცია იყო, ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო კვირის 4 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

30 აპრილი – 2.8762;
1 მაისი – 2.8804;
2 მაისი – 2.8583;
3 მაისი – 2.8684.

ევროსთან მიმართებაში ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა,  0.0093 ლარით და 4 მაისიდან 4 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8777 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, უმრავლეს შემთხვევაში გაუფასურდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3636 ლარი (გაუფასურდა 0.0102 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0828 ლარი (უცვლელად დარჩა);
10 უკრაინული გრივნა – 0.6801 (გაუფასურდა 0.0022 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5759 ლარი (უცვლელად დარჩა);
1000 სომხური დრამი – 6.9020 ლარი (გამყარდა 0.0027 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9535 ლარი (გაუფასურდა 0.0152 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7007 ლარი (უცვლელად დარჩა);
100 ინდური რუპია – 3.2119 ლარი (გაუფასურდა 0.0014 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.2145 ლარი (გამყარდა 0.0487 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7506 ლარი (გაუფასურდა 0.0239 ლარით).

რუსულ რუბლთან მიმართებაშიც ანალოგიური სიტუაცია დაფიქსირდა. კერძოდ, ბოლო კვირის 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

30 აპრილი – 2.8785;
1 მაისი – 2.8747;
2 მაისი – 2.8498;
3 მაისი – 2.9172.

ბოლო ვაჭრობაზე ლარი საყურადღებოდ, 0.0080 ლარით გაუფასურდა 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 4 მაისიდან 4 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.9252 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 5-7 ივლისის პერიოდისთვის

4 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც” –...

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ...