კვირა, ივლისი 6, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უარი ყველაფერს, რაც მაოხრებელი რუსეთიდან მოდის! ძალა ერთობაშია!"...

“უარი ყველაფერს, რაც მაოხრებელი რუსეთიდან მოდის! ძალა ერთობაშია!” – გიორგი მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებას ფეისბუქის პირად გვერდზე მისი ძმა, თორნიკე მამალაძე აქვეყნებს, სადაც კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე გავრცელებულ ფრაზასთან დაკავშირებით – “მამული, ენა, ერთობა”.

დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადება:

,,რამდენიმე დღეა ფსევდო სასულიერო პირთაგან ვისმენ ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის ძაგებას, თითქოსდა მათ ცვლილება შეიტანეს წმ. ილია მართლისეულ ტრიადაში. ახალგაზრდებმა თქვეს “მამული, ენა, ერთობა” ანუ თითქოს უარყვეს “სარწმუნოება” და ეს აღქმულ იქნა მართმადიდებლობის მტრობად, ღმერთისაგან განდგომად.

უპირველესად უნდა ითქვას, რომ ილია ჭავჭავაძემ თავისი ტრიადა გიორგი მერჩულესეულ თეზისზე – “ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირიცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის…” და ა.შ. ჩამოაყალიბა, რომელსაც მოჰყვა “ღმერთი, სამშობლო, ადამიანი” (პატრიარქ. ილია II), ხოლო GEN Z-ის თაობის მიერ წარმოთქმული “მამული, ენა, ერთობა” საერთოდ არ მოდის წინააღმდეგობაში მერჩულესეულ, ჭავჭავაძისეულ და, გნებავთ, პატრიარქისეულ თეზისებთან, უპირველეს ყოვლისა კი, სახარებისეულთან.

მართმადიდებლობის “გულმხურვალე დამცველების” საყურადღებოდ! უფალი ბრძანებს: “სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის.”(მათეს სახარება XVIII თავი, 20 მუხ.) ანუ ქრისტიანობა, მართმადიდებლობა (ჩვენი სარწმუნოება) სწორედაც რომ ერთობაა! ამიტომ ფსევდო მართმადიდებლობა და პოპულიზმით გამსჭვალული ეკლესიის დამცველობა სხვა არაფერია თუ არა ცრუ სწავლება და მომავალი თაობის დაბრკოლება. დამბრკოლებელთათვის კი უფალი ბრძანებს:

უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში დანთქან”. (მარკოზის სახარებს IX თავი, 42 მუხ.). მხნეობას ვუსურვებ ჩვენს მომავალ თაობას! უარი ყველაფერს, რაც მაოხრებელი რუსეთიდან მოდის! ძალა ერთობაშია!”, – წერია დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებაში.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

“ეუთოს რეზოლუციაზე “ქართული ოცნების” დამოკიდებულება აჩვენებს როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით სინამდვილეში პატრიოტიზმი”...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დელეგაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...