პარასკევი, მაისი 9, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებაComCom-ი “გამარჯობა რუბის“ წიგნებს ყველა სკოლისთვის ხელმისაწვდომს გახდის

ComCom-ი “გამარჯობა რუბის“ წიგნებს ყველა სკოლისთვის ხელმისაწვდომს გახდის

კომუნიკაციების კომისია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, კომპიუტერული მეცნიერების შესახებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ წიგნს – „გამარჯობა რუბის“, ყველა სკოლისთვის ხელმისაწვდომს გახდის. აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, ComCom-მა კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლებისთვის ევროკომისიის მიერ ციფრულ ელჩად აღიარებული და „გამარჯობა რუბის“ წიგნების ავტორის, ლინდა ლიუკასის ონლაინ სემინარი ჩაატარა.

შეხვედრის ფარგლებში, ლინდა ლიუკასმა პედაგოგებს „გამარჯობა რუბის“ წიგნები გააცნო და მათ პროგრამირების სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების, ასევე, ამ მიდგომების სასწავლო პროცესში ეფექტურად გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სემინარს 20-ზე მეტი მასწავლებელი ესწრებოდა, რომელთაც სემინარის შემდგომ ტრენერის სტატუსი მიენიჭათ და მომავალში, კომპიუტერული ტექნოლოგიების სხვა მასწავლებლებს წიგნების საგაკვეთილო პროცესში დანერგვის შესახებ გადაამზადებენ.

„გამარჯობა რუბი“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პროგრამირებისა და კომპიუტერული მეცნიერების საწყისების წიგნების სერიაა, რომელიც 36 ქვეყანაშია აღიარებული და თარგმნილი. აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნები ნიუ-იორკის სკოლების სასწავლო პროგრამაშია შეტანილი.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ 2019 წელს მოიპოვა წიგნების ქართულ ენაზე გამოცემის ლიცენზია, რის შემდეგაც გამოიცა 17 500 სახელმძღვანელო. დღეის მონაცემებით კი, აღნიშნული რესურსით 100-მდე სკოლის 10 000-ზე მეტი მოსწავლე კომპიუტერული მეცნიერებების საწყისებს სწავლობს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom-მა “ბი ემ ჯი” ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსებისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ „ბი ემ ჯი“ ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსების...

215 მონაწილე და 3 გამარჯვებული – ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი“ მეთორმეტედ ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეთორმეტედ,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...