ორშაბათი, მაისი 12, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი საქართველო, რომ ყველას...

კახა კალაძე: ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი საქართველო, რომ ყველას ერთი მოსაზრება გვქონდეს

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებული პროტესტი რეალურად ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განხორციელებას ემსახურება.

მისივე განმარტებით, კანონის მიღება უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, თუ რომელი ორგანიზაცია საიდან ფინანსდება და რა პროექტებზე იხარჯება თანხები:

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მშვიდობიანი აქციის დასახელება უბრალოდ შენიღბვაა იმ სიბინძურის, რაც გარე ძალებს აქვთ გააზრებული ამ რადიკალების გამოყენებით. ყველამ ვიცით, ვინ ვინ არის – რომელი ორგანიზაციაა, პარტიაა, საიდან ფინანსდება და როგორ. ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე.

შესაბამისად, კანონის მიღება მოგვცემს შესაძლებლობას, ყველამ გააკეთოს დეკლარირება იმისა, თუ საიდან ფინანსდება, რა პროექტებზე და რა მიზნით იხარჯება თანხები. ამავდროულად, ყველა ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი მოსაზრება. ცხადია, ქვეყანაში ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება. ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი საქართველო, რომ ყველას ერთი მოსაზრება გვქონდეს.

გვყავს განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანები. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს და ვერ ერკვეოდეს დეტალებში, რადგან არ უხსნიან სიმართლეს. ერთი არგუმენტი ვერ დაასახელეს ამდენი ხნის განმავლობაში, თუ რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი ცუდი. ჩვენ არაფერს ვმალავთ – პირდაპირ ვამბობთ, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს უცხოური გავლენების შემცირება ქვეყანაში“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების შესაძლებლობა არ აქვთ, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს მმართველ პოლიტიკურ ძალას უჭერს.

არ არის სწორი მოწოდებები და ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება. შეიძლება რაღაცაში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, არ მოგწონდეს ეს ხელისუფლება, მაგრამ არჩევნები მოდის, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, რა პრობლემაა.

კარგად იცით, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ უჭერს. ისიც იცით, რომ არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა არის ნულს ქვემოთ. ამიტომაა მცდელობა, რომ დაპირისპირება, შუღლი შემოიტანონ და ისეთი ქმედებები განახორციელონ, რაც რევოლუციასთან იქნება დაკავშირებული. არავის არაფერი გამოუვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ტრამპის საგარეო პოლიტიკამ დასაშვები გახადა ომის დამნაშავის გვერდით დგომა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებაზე...

“ტლუ ქოცებო, ახლა მაინც მიხვდით რატომ გაიპარა ღარიბაშვილი?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებს...

“თუ გაინტერესებთ, რეგიონში ვინ ვისკენაა ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირებაში…” – ზურაბ ბატიაშვილი

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი შეფასება-განმარტებებს აკეთებს ინდოეთ-პაკისტანის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დაგეგმილია ჩემი ლიკვიდაცია, რასაც რუსული რეჟიმი ფსბ-სთან ერთად ხელმძღვანელობს” – გიორგი ჩიკვაიძე

ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში საუბრობს მისი სავარაუდო...

“საზოგადოება ვერ ამარცხებს დიქტატურას, რადგან ოპოზიცია არ ვარგა” – მიშა მშვილდაძე

ტელეწამყვანი, ტვ ,,ფორმულას” თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე, ქვეყანაში შექმნილი რეალობის...