spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაევროკავშირის მედიაექსპერტი: "ქართულ ტელე-სივრცეში ფართოდაა გავრცელებული ფარული რეკლამის...

ევროკავშირის მედიაექსპერტი: “ქართულ ტელე-სივრცეში ფართოდაა გავრცელებული ფარული რეკლამის დამაზიანებელი პრაქტიკა”

ქართულ ტელე-სივრცეში ფართოდაა გავრცელებული ფარული რეკლამის დამაზიანებელი პრაქტიკა, რაც გულისხმობს, რომ სარეკლამო კონტენტი ისე იყოს შენიღბული, რომ მაყურებელი ვერ აღიქვამდეს მას სარეკლამო კომუნიკაციად, თუმცა, გააჩნდეს იგივე მიზანი და ეფექტი, რაც აქვს რეკლამას. აღნიშნული სამაუწყებლო სტანდარტის მიხედვით აკრძალულია, ვინაიდან მაყურებელმა ყოველთვის უნდა იცოდეს თუ როდის უყურებს კომერციულ კომუნიკაციას“, – ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე “სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის გამოწვევები – Product Placement”, ევროკავშირის მედია ექსპერტმა, ჟან ფრანსუა ფურნემონმა გააკეთა.

სიტყვით გამოსვლის ფარგლებში, ექსპერტმა ყურადღება ასევე გაამახვილა ზიანზე, რომელიც პროდუქტის განთავსების დარღვევების შემთხვევაში, მაყურებელს ადგება: „მიზეზი, რის გამოც ფარული კომერციული კომუნიკაცია უარყოფით გავლენას ახდენს მომხმარებლებზე არის ის, რომ გადაცემაში პროდუქტის განთავსების დროს, მაყურებელი მას აღიქვამს უფრო ავთენტურად, ვიდრე ტრადიციული რეკლამისას და შესაბამისად, არის ნაკლებად კრიტიკული“, – განაცხადა ჟან ფრანსუა ფურნემონმა და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში მაყურებელზე გავლენის მოხდენის შანსიც იზრდება.

გარდა ზიანისა, ექსპერტმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ ტელევიზიებში ხშირია სპონსორობისა და პროდუქტის განთავსების ერთმანეთში არევაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი დამოუკიდებელი სარეკლამო კომუნიკაციის სახეობაა და მათ განმასხვავებელ ნიშნებს გაუსვა ხაზი: „სპონსორობის დროს სპონსორი მონაწილეობს პროგრამის დაფინანსებაში მისი ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით, ხოლო პროდუქტის განთავსების შემთხვევაში, დამკვეთი კონკრეტულად მისი პროდუქტის გადაცემაში გამოჩენისთვის უხდის მაუწყებელს,“ – აღნიშნა მან დაამატა, რომ პროდუქტის განთავსებისას, ხდება პროდუქტის ორგანულად ინტეგრირება პროგრამის შინაარსსა და სცენარში, ხოლო სპონსორობა არ არის სცენოგრაფიის ნაწილი და მიზნად მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირებას ისახავს, რაც, ექსპერტის განმარტებით, სპონსორობისა და პროდუქტის განთავსების კიდევ ერთ განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს.

მისივე თქმით, სპონსორობა და პროდუქტის განთავსება არ არის ურთიერთგამომრიცხავი და დასაშვებია ორივე იყოს წარმოდგენილი ერთსა და იმავე პროგრამაში, ერთსა და იმავე პროდუქტთან მიმართებაში: „მნიშვნელოვანი მხოლოდ ისაა, რომ კომერციული კომუნიკაციის ორივე სახეობა შესაბამისობაში იყოს მათზე მოქმედ წესებთან.“ – აღნიშნა მან.

საუბრისას ჟან ფრანსუა ფურნემონმა ისაუბრა კვლევაზეც, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ მისი ჩართულობით განახორციელა და რომლის ფარგლებშიც, სარეკლამო კომუნიკაციასთან, კერძოდ კი პროდუქტის განთავსებასთან მიმართებით, 15 ქვეყნის სარეგულაციო ჩარჩო და არსებული მიდგომები იქნა შესწავლილი. მისივე განცხადებით, კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიისთვის განისაზღვრა დამატებითი რეკომენდაციები, მათ შორის, გადაცემების მუდმივი და აქტიური მონიტორინგი, გამოწვევების იდენტიფიცირება და მათზე დაყრდნობით, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...