ორშაბათი, ივლისი 7, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილმა დასავლეთს ომი ოფიციალურად გამოუცხადა, შესაბამისად, ქართველ ხალხსაც...

“ივანიშვილმა დასავლეთს ომი ოფიციალურად გამოუცხადა, შესაბამისად, ქართველ ხალხსაც და საქართველოში დემოკრატია გააუქმა” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აძლევს ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას 29 აპრილს “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე:

ივანიშვილმა დასავლეთს ომი ოფიციალურად გამოუცხადა, შესაბამისად, ქართველ ხალხსაც და საქართველოში დემოკრატია გააუქმა.

საბოლოოდ გაცხადდა ის, რაც აქამდეც ნათელი იყო, მაგრამ 12 წლის განმავლობაში ოლიგარქი ასე თუ ისე ნიღბავდა. მან იცის, რომ აგებს არჩევნებს და არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი პროტესტის გასანეიტრალებლად მასობრივ რეპრესიებს წინასწარ აანონსებს. მან “ვარდების რევოლუციაზე” პუტინის ნარატივი სიტყვასიტყვით გაიმეორა.

რა უნდა ქნას თითოეულმა ჩვენგანმა?

პირველ რიგში, კარგად გავითვალისწინოთ ბელარუსის 2020 წლისა და მოსკოვის 2012 წლის გამოცდილება. უნდა გვესმოდეს, რომ ზედმეტი ენის მოჩლექა რუსულ რეჟიმს ესმის როგორც სისუსტე. საზოგადოებამ რეჟიმისგან საკუთარი თავის დაცვის მექანიზმები უნდა შექმნას.

ძალადობის პროფილაქტიკისთვის უახლოესი კვირები იქნება გადამწყვეტი არა მხოლოდ თითოეული ჩვენგანის ბედისთვის, არამედ საქართველოს ყოფნა არ ყოფნისთვის.

დაბოლოს, გუშინ ჩვენ ვნახეთ დაშინებული და ძალიან მომტყდარი ივანიშვილი. მისი მუქარები არის შეშინებული მმართველის თავდაცვითი რეაქციის გამოხატულება. ეს მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს – უნდა ვიყოთ ერთიანები, უშიშრები და მივაწვეთ ბოლომდე.

რა თქმა უნდა, ივანიშვილი უახლოეს თვეებში ქვეყანას ზიანს კიდევ მიაყენებს და ბევრ ჩვენგანს, მაგრამ რაც უფრო შეუპოვრები ვიქნებით, მით უფრო მინიმალური იქნება ეს ზიანი და რაც მთავარია, მომავალში მთლიანად განეიტრალდება“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“მარტო ბიძინისტანი დარჩა მშვიდობის და სუვერენიტეტის მომხრე” – გია ნოდია

განათლების ყოფილ მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...