ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარჩილ თალაკვაძე: "ქართულმა ოცნებამ", საზოგადოების მხარდაჭერით, შეძლო მშვიდობის...

არჩილ თალაკვაძე: “ქართულმა ოცნებამ”, საზოგადოების მხარდაჭერით, შეძლო მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვა, ევროინტეგრაციის გზაზე რეალური წარმატების მიღწევა

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“, საზოგადოების მხარდაჭერით, შეძლო მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვა, ეკონომიკის გაზრდა და ევროინტეგრაციის გზაზე რეალური წარმატების მიღწევა – მზად ვართ დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვებით, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა. დესტრუქციის ადგილი აღარ არის ამ ქვეყანაში! ისე, როგორც არასდროს ახლა ერთიანობის, ერთად დგომის დროა! უნდა დავიცვათ მამული, ენა და სარწმუნოება! ერთად უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, გუშინდელმა სახალხო შეკრებამ წერტილი დაუსვა რადიკალური ოპოზიციის გაყალბებულ მათემატიკას, რადგან გუშინ რუსთაველზე, მართლაც ზღვა ხალხი მოვიდ:

გუშინ აქ, რუსთაველზე 200 000 ჩვენი თანამოქალაქე შეიკრიბა და ამით თავისი მტკიცე პოზიცია გამოხატა მშვიდობის, დამოუკიდებლობის, ეროვნული ღირებულებების და სუვერენიტეტის დაცვის, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად! კიდევ ერთხელ დადასტურდა ხელისუფლების მაღალი ლეგიტიმაცია! მადლობა ჩვენს საზოგადოებას, მადლობა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს – თქვენს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ რთულ პერიოდში ქვეყნის ინტერესების დაცვა, მშვიდობის შენარჩუნება და ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებითი პროგრესის მიღწევა!“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, სამწუხაროდ, იყო და კვლავაც რჩება მცდელობები, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს ამოფარებულმა ანტიდემოკრატიულმა ძალებმა, არჩევნების გვერდის ავლით, თავი პრივილეგირებულ, ხალხზე მაღლა მდგომ ჯგუფად გამოაცხადონ – აიღონ მონოპოლია ჭეშმარიტებაზე, საჯარო პოლიტიკის შეფასებასა და თავისუფალ აზრზე.

და ეს იმ პირობებში, როცა გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების წინააღმდეგ, მზად არიან ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყონ. ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს. მთელს მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში რთული გამოწვევებია, ამ გამოწვევების საპასუხოდ ერთიანობა, ძლიერი სუვერენიტეტი და დემოკრატიული წესების პატივისცემა გვჭირდება. ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ, თავისი პოზიცია არჩევნებში გამოხატონ და პატივი სცენ არჩევნების შედეგებსაც!– განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს ევროკავშირთან მიმართებაში...

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

“ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს” – მაია...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...