კვირა, ივლისი 6, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რუსული ოცნება" კიდევ ერთხელ მარცხდება ქართველ ხალხთან და...

“რუსული ოცნება” კიდევ ერთხელ მარცხდება ქართველ ხალხთან და ამიტომაც დასჭირდათ კონტრაქციის ჩატარება – იგორ ნარმანია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი იგორ ნარმანია, სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში კომენტარს აკეთებს ,,ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ აქციასთან/შეკრებასთან დაკავშირებით:

  • დღეს დაგეგმილია ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული შეკრება, როგორ ფიქრობთ რაში დასჭირდათ მათ ამ აქციის ორგანიზება?

– ,,რუსული ოცნება” კიდევ ერთხელ მარცხდება ქართველ ხალხთან და ამიტომაც დასჭირდათ კონტრაქციის ჩატარება, რომელიც, ჩვენ ვხედავთ, რომ სინამდვილეში არის ხელოვნურად დადგმული მასკარადი, რომლითაც ცდილობენ, რომ თითქოს შეუშალონ ხელი რეალურ პროტესტს, რომელიც არის საზოგადოებაში. თუმცა ვერც ბარიკადებით, ვერც დადგმული მასკარადებით ,,რუსული ოცნება” ვერ შეძლებს ხელი შეუშალოს საზოგადოების რეალურ პროტესტს რუსულ კანონთან დაკავშირებით. ამიტომ ბრძოლა გრძელდება და ჩვენ დავინახეთ, რომ ძალიან მალე დაიშლებიან ,,რუსული ოცნების” მიერ ძალით ჩამოყვანილი ადამიანები.

  • მოსალოდნელია რომ ქართულმა ოცნებამ მიიღონს მეორე მოსმენით ე.წ. რუსული კანონი, რას დაუპირისპირებს ამას ახალგაზრდული მოძრაობა?

– ახალგაზრდული მოძრაობა იქნება იქ, სადაც პროტესტის კერაა და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ყოველდღიურად, მანამ სანამ ,,რუსული ოცნება” უკან არ დაიხევს, მიიღებს ძალიან დიდ წინააღმდეგობას.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...

“ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!” – პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...