კვირა, ივლისი 6, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრის დაკავება ევროინტეგრაციის იდეის აქციაზე არის...

“ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრის დაკავება ევროინტეგრაციის იდეის აქციაზე არის განაცხადი, რომ “ქართული ოცნება” ღიად ეუბნება უარს ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას” – გიორგი ვაშაძე ბუკა პეტრიაშვილის დაკავებაზე

ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრის ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის დაკავება „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ აქციაზე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და მკაფიოდ გამოხატავს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის გუშინ ღამით რუსთაველის გამზირზე დაკავების თაობაზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით უკანონოდ დაკავებული ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს:

ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრის ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის დაკავება „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ აქციაზე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და მკაფიოდ გამოხატავს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ. ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრის დაკავება ევროინტეგრაციის იდეის აქციაზე არის განაცხადი, რომ “ქართული ოცნება” ღიად ეუბნება უარს ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას .

დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ უკანონოდ დაკავებული ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი. უსამართლო დაკავებებით ამ პროცესს ვერ შეაჩერებთ და თქვენთვისვე სჯობს მოუსმინოთ ასობით ათასი ქართველის ხმას!“ – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

P.S. ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი ამჟამად თავისუფალია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

“სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა უსამართლო მგონია” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებას აკეთებს ოპოზიური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...