ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
13.2 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმიხეილ სააკაშვილი: "ერთობაშია ჩვენი გამარჯვების რეცეპტი, ერთობას ვერ...

მიხეილ სააკაშვილი: “ერთობაშია ჩვენი გამარჯვების რეცეპტი, ერთობას ვერ დაამარცხებს ვერანაირი უხეში ძალა”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე, სიტყვით გამოსვლის დროს, საუბრობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოპოვება:

,,მე მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ ახლა, როგორც არასდროს, ჩვენთვის მთავარი არის ერთი სიტყვა – ,,ერთობa”! დააკვირდით, როგორ ეშინიათ ამ ჯოჯოხეთის მაშხალებს ამ სიტყვის – როგორც ეშმაკს ეშინია საკმეველის და ჯვრის, ისე ეშინიათ ამათ, ოლიგარქის მონებს, სიტყვა – ,,ერთობის”.

ერთობაშია ჩვენი გამარჯვების რეცეპტი, ერთობას ვერ დაამარცხებს ვერანაირი უხეში ძალა. ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ! სანამ ერთიანები ვართ ჩვენი დამმარცხებელი დედამიწის ზურგზე არ დაიარება.

მე მინდა მოვუწოდო – ეს ერთობა არის უფრო მაღლა, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვიდრე სააკაშვილი ან ნებისმიერი სხვა ადამიანი საქართველოში, თუნდაც, ცალკე აღებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები ესენი, ყველა ერთად ჯამში, ერთად გაერთიანებული, ერთ მუშტად შეკრული – პოლიტიკურმა პარტიებმა აუცილებლად უნდა იფიქრონ იმაზე, რომ ყველა წყენა, წვრილმანი კინკლაობა, მითუმეტეს – პირადი ამბიცია, ყველაფერი გვერდზე უნდა გადაიდოს.

ამ ყველაფრის შედეგად არც არჩევნები იქნება ჩვეულებრივი. ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები. ჩვენ არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად. ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია, რომელიც მთავრობაში პროფესიონალებს მოიყვანს. იმ ხალხს, ვინც პოლიტიკაში შეიძლება აქტიურად არ არის, მაგრამ შეუძლოა ქვეყნის უკეთესობისკენ წაყვანა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“მიშას ჯინაზე ქოცებო – დამწყებო პოლიტიკოსებო… პატიმარ კაცთან ბრძოლა ვინ გასწავლათ?” – ელისო კილაძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით კონკრეტულ პიროვნებებს, პირდაპირი მინიშნებით მიმართავს...

“ჩვენ ყველა ერთად გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას 26 მაისს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...