კვირა, ივლისი 6, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენი შესანიშნავი, გულანთებული ახალგაზრდობა წინ წაუძღვება ყველა ოპოზიციურ...

“ჩვენი შესანიშნავი, გულანთებული ახალგაზრდობა წინ წაუძღვება ყველა ოპოზიციურ პარტიას თუ დაჯგუფებას და არ დაუშვებს არც რუსული კანონის მიღებას, არც არჩევნების გაყალბებას” – დოდონა კიზირია

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ/ორგანიზებულ შეკრებას მწვავე შეფასებებით ეხმაურება:

ეს რომაელები რა ბრძენი ხალხი იყო! რამდენი ჭკვიანური რჩევა დაგვიტოვეს – პური და სანახაობა (panem et circenses), დაყავი და იბატონე (divide et impera), ჭეშმარიტად მტრისგანაც კი უნდა ისწავლო (fas est et ab hoste doceri), არ დაკარგო დღე (carpe diem) და უამრავი სხვა.

გასულ არჩევნებზე ბორია ივანაშვილმა პური (ჩვენებურად ხახვი და კარტოფილი) დაარიგა, თუმცა სანახაობაზე ეკონომია გააკეთა. ან რაში სჭირდებოდა ხარჯის გაწევა, როცა დამშეული ხალხისთვის მისი “პანემ” საკმარისი იყო, რომ ეხუვლათ და მათი კანდიდატი (ამჟამად დიდი „დემოკრატი“) აერჩიათ.

წელს კახა ტუჩფუჩურა “პურის და სანახაობის” მეორე კომპონენტის გამოყენებას აპირებს, ყოველ შაბათ-კვირა კონცერტებს გავმართავთო. ეს, რასაკვირველია, ახალგაზრდების დაშლის და მათი ერთობის დასუსტებისკენ (დაყავი და იბატონე) არის მიმართული.

მინდა მჯეროდეს, რომ ამჯერად ეს ხრიკი არ გამოუვათ და ჩვენი შესანიშნავი, გულანთებული ახალგაზრდობა წინ წაუძღვება ყველა ოპოზიციურ პარტიას თუ დაჯგუფებას და არ დაუშვებს არც რუსული კანონის მიღებას, არც არჩევნების გაყალბებას.

ერთი სული მაქვს ჩამოვიდე და მათ გვერდით დავდგე“, – წერს ფეისბუქისდ პირად გვერდზე დოდონა კიზირია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ პროვინციული და თავისმომჭრელი დიქტატურის დასასრულებლად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...