კვირა, ივლისი 6, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ადამიანი, როდესაც გამოდის და ამბობს, რომ "მე ვარ...

“ადამიანი, როდესაც გამოდის და ამბობს, რომ “მე ვარ მმართველი ძალის უკან, მე ვწყვეტ ვინ არის პრემიერი”, შესაბამისად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა” – გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსვთის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია ტელეკომპანია ,,ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში ,,ფორმულას დღე“ შეფასებას აკეთებს პოლიტიკური პასუხისმგებლობების აღების საკითხთან დაკავშირებით:

,,ადამიანი, როდესაც გამოდის და ამბობს, რომ ,,მე ვარ მმართველი ძალის უკან, მე ვწყვეტ ვინ არის პრემიერი“, შესაბამისად, ჩამოდით ვერტიკალით ქვემოთ – ვინ არის მინისტრი, მინისტრის მოადგილე, სამმართველოს უფროსი და ა.შ. არ შევალ ამ დეტალებში… ეს ზღაპრები ვინმე სხვას მოუყვნენ…, რა თქმა უნდა, ამ ადამიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ეგრე არ ხდება?!

შენ, საპატიო თავმჯდომარე – პრემიერს ნიშნავ და პასუხისმგებლობა სად არის? პასუხისმგებლობა თუ არის, თქვენ ხომ აგერ მე მაკრიტიკებთ, რომ მე მედიას ურთიერთობის რაღაც გაურკვეველი ფორმა მაქვს, ,,სად არისო საჯაროობის პასუხისმგებლობა პოლიტიკოსისო?!“. მე მეკითხებით კაცო ამას?! კაცი [ბიძინა ივანიშვილი] 4 წელია ქვეყანს მართვას, ამხელა რისკებში შეყავს ქვეყანა, დაუსვით ერთი კითხვა – სად არის მისი პასუხისმგებლობა?

ფორმალურად, ერთი რამე მინდოდა ამეხსნა, რომ მოღალატეს პარტია კი არ არქმევს, არამედ ხალხი. ზუსტად ისე, როდესაც ხალხი არქმევს კანონს რუსულს ან ევროპულს. ხალხი არქმევს ადამიანს ან საქციელს, რა თქმა უნდა, მოღალატეს ან მოღალატეობრივს და არა განცხადებებში დაბეჭდილი კარნახით, რაღაც…“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

“სხვისი შვილების უსამართლო პატიმრობით, განაჩენი საკუთარი შვილებისთვის გამოაქვს…” – გია ხუხაშვილი

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ივანიშვილმა და ახლა რომ ოპოზიციაში “დაიპრანჭება” იმ ხალხმა, ჩახალიანი პოლიტპატიმრად შერაცხეს” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სომხეთში მძიმე ბრალდებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...