კვირა, ივლისი 6, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის შეურაცხმყოფელი! ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა,...

“ეს არის შეურაცხმყოფელი! ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, ამ კაცზე ამბობენ, რომ “უნდა დასანქცირდეს”!” – ირაკლი ღარიბაშვილი

პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან მწვავე კომენტარს აკეთებს ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, სადაც ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მიზანშეწონილობაზეა საუბარი:

,,ეს არის შეურაცხმყოფელი! ე.ი. რას გვეუბნება ევროპარლამენტის 500 [450-მდე] დეპუტატი?! – გვეუბნება, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, ამ კაცზე ამბობენ, რომ ,,უნდა დასანქცირდეს”!

ე.ი. ვინც იყო მთავარი დამანგრეველი, ვინც მოუტანა ომი, ნგრევა, უბედურება, ადამიანების წამება, გაუპატიურება, ჩაგვრა, ბიზნეს რეკეტის, თავისუფალი მედიის, სააკაშვილს ვგულისხმობ – ეს უნდა გამოვუშვათ და დავაბრუნოთ ხელისიფლებაში?! რატომ? – იმიტომ, რომ დაიწყოს ომი. უბედურება გაიმეოროს. ხელმეორედ უნდა, რომ საბოლოოდ დაანგრიოს ჩვენი ქვეყანა. ჩვენთვის ამას ნიშნავს ეს რეზოლუცია.

ამიტომ, ეს არის მიუღებელი, უსამართლო და შეურაცხმყოფელი რეზოლუცია. ამავე რეზოლუციაში მორიგი მზაკვრობა არის ჩადებული – მინიშნება, რომ შეიძლება უვიზო რეჟიმი გადაიხედოს. როგორ შეიძლება ასეთი ტონით საუბარი?! უვიზო რეჟიმი ჩვენმა მთავრობამ მოიპოვა…”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...