კვირა, ოქტომბერი 26, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თქვენ შეიძლება იძულებულს გხდიან, რომ მიიღოთ მონაწილეობა 29...

“თქვენ შეიძლება იძულებულს გხდიან, რომ მიიღოთ მონაწილეობა 29 აპრილს დაგეგმილ სამთავრობო აქციაში, მაგრამ ეცადეთ გაუწიოთ წინააღმდეგობა და არ დადგეთ ქვეყნის მოღალატეების გვერდით” – თეონა ჭალიძე საზოგადოებას მიმართავს

საქართველოში მილიონ ორასი ათასი ადამიანია სოციალური პროგრამების ერთიან ბაზაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამდენი ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა და პირველ რიგში რუსული კანონის შედეგები მძიმედ სწორედ მათზე აისახება სოციალურ ჭრილში“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ განაცხადა.
ჭალიძე სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ შეეწინააღმდეგონ „ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს:

,,მე, როცა 2014 წელს ისნის რაიონის გამგეობიდან, სამსახურიდან უკანონოდ გამიშვეს, არ მქონდა ადვოკატის დაქირავების არანაირი საშუალება. სწორედ მაშინ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და მათი იურისტი ანზორ ხატიაშვილი დამიდგა გვერდით და ის საქმე 4 წლის შემდეგ სამივე ინსტანციის სასამართლოში მოვუგეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. რომ არა ეს შესაძლებლობა მე სამართალს ვერ მივაღწევდი.

ახლა მივმართავ იმ ადამიანებს, ვისაც პირველ რიგში შეეხება რუსული კანონის შედეგები სოციალურ ჭრილში. ვიცი რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი მქონე პირები და ის ადამიანები ვინც სხვადასხვა სოციალურ სერვისებს იღებთ სახელმწიფოსგან განსაკუთრებით დიდი წნეხის ქვეშ ხართ, თქვენ შეიძლება იძულებულს გხდიან, რომ მიიღოთ მონაწილეობა 29 აპრილს დაგეგმილ სამთავრობო აქციაში, მაგრამ ეცადეთ გაუწიოთ წინააღმდეგობა და არ დადგეთ ქვეყნის მოღალატეების გვერდით.

საქართველოში მილიონ ორასი ათასი ადამიანია სოციალური პროგრამების ერთიან ბაზაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამდენი ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა და პირველ რიგში რუსული კანონის შედეგები მძიმედ სწორედ მათზე აისახება სოციალურ ჭრილში.

გთხოვთ, გაიხსენეთ რამდენჯერ ყოფილხართ ისეთ სიტუაციაში, როცა დაგჭირდათ სამართლებრივი დახმარება, იურიდიული კონსულტაცია, სასამართლოში წარმომადგენლობა. გაიხსენეთ თქვენთვის უფასოდ რამდენი სერვისი მიგიღიათ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რამდენ თქვენგანს დახმარებია სხვადასხვა საერთაშორისო დაფინანსებით განხორციელებული პროექტი ახალი პროფესიის შეძენასა თუ საკუთარი საქმის დაწყებაში.

გაიხსენეთ რამდენი ძალადობის მსხვერპლი ქალისა თუ ბავშვის იმედი და რეალური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა ყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციები. გაიხსენეთ რამდენ თქვენგანს ან თქვენგანის შვილს მიუღია სხვადასხვა სასწავლო პროექტსა და ტრენინგში მონაწილეობა, რასაც საკუთარი რესურსით ვერ შეძლებდით. გაიხსენეთ თქვენი კეთილდღეობისთვის რამდენ პრობლემურ საკითხზე ადვოკატირება გაუწევიათ ამ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს.

ეს გაკეთებული საქმეები და სტატისტიკური მონაცემები მრავლისმთქმელია და ნათლად წარმოაჩენს ვინ მტერია და ვინ მოყვარე. ამ ყველაფრის გარეშე უნდათ რომ დაგვტოვონ და მაშინ როცა ჩვენ დაგვჩაგრავენ, ჩვენში თქვენც გგულისხმობთ და საკუთარ თავსაც, არავინ აღარ იქნება ამ ქვეყანაში ვინც ჩვენს უფლებებს დაიცავს და უსამართლობას წინაღმდეგობას გაუწევს. ვერავინ ვეღარ გააშუქებს მედიაში ჩვენს გასაჭირს და შესაბამისად ხალხსაც ვერ მივაწვდენთ ხმას.

სავალალო იქნება რუსული კანონის შედეგები სოციალურ ჭრილში. ამიტომ თითოეული თქვენგანის პოზიცია გადამწყვეტია“, – აცხადებს თეონა ჭალიძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არ ხართ თქვენ ის ხალხი ღარიბაშვილს და ფარცხალაძეს რომ დაიჭერს…” – ლელა ჯეჯელავა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებაში სამართალდამცავების მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას...

“რეჟიმი, რომელმაც თვითონ აღიარა რომ წლებია კორუფციაში იხრჩობა, სინამდვილეში არის კოლაფსში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის კონკრეტული...

“ყველა კადრი მეტყველებს, რომ ლიკა დააკავეს უკანონოდ” – ნინო ჯანგირაშვილი ლიკა ბასილაიაზე

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო...

“დიახ, პატრულის მანქანაზეა და დიახ, რეჟიმს სწორედ ასეთი გამბედავი ადამიანები ამარცხებენ” – შორენა ლობჟანიძე

სამოქალაქო აქტივისტის, თამარ ლორთქიფანიძის მიერ პროტესტის გამოხატვის მიზნით პატრულის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“2 უმნიშვნელოვანესი გარღვევა ხდება უკრაინის საკითხში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ფრონტზე მოსალოდნელ სერიოზულ...

“ამ ბოლო დროს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ველოდი, რა იქნებოდა რუსეთიდან გადადგმული შემდეგი ნაბიჯი...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი, სოციალურ ქსელში, საფრთხისშემცველი...

“ახლა მაინც თუ ხვდებით რომ გათითოკაცებამ იცის მარცხი, ერთობას ალტერნატივა არ აქვს” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში მიმდინარე...